Skip to content
20/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილჰამ ალიევის სიტყვებმა ფარდა ახადა იმ შეთქმულებას, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ, სამხრეთ კავკასიის წინაშე მზადდებოდა

მარშალ პრესი 20/07/2025
tamar chiburdanidze

„როდესაც საქართველოს ომში ჩართვა არ გამოუვიდათ, როგორც ჩანს, მუშაობა დაიწყეს მეზობელ სახელმწიფოებთან, რაც, ასევე, ჩაუვარდათ – გლობალური ომის პარტიის მიზანი იყო რეგიონში ცეცხლის გახსნა, რომ აქედან ემართათ მათთვის სასურველი პოლიტიკური ვექტორები“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს. მისი თქმით, ილჰამ ალიევის სიტყვებმა ფარდა ახადა იმ შეთქმულებას, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ, სამხრეთ კავკასიის წინაშე მზადდებოდა. „დაიწყო მეზობელი სახელმწიფოებიდანაც დასავლეთის მხილება. კიდევ ბევრი რამ ითქმება კავკასიაში ეთნო კონფლიქტის დაგეგმვაზე, რაზეც ჩვენ ადრიდანვე ვვარაუდობდით. როდესაც საქართველოს ომში ჩართვა არ გამოუვიდათ, როგორც ჩანს, მუშაობა დაიწყეს მეზობელ სახელმწიფოებთან, რაც, ასევე, ჩაუვარდათ.

გლობალური ომის პარტიის მიზანი იყო რეგიონში ცეცხლის გახსნა, რომ აქედან ემართათ მათთვის სასურველი პოლიტიკური ვექტორები. ილჰამ ალიევის სიტყვებმა ფარდა ახადა იმ შეთქმულებას, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ, სამხრეთ კავკასიის წინაშე მზადდებოდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაანახა კავკასიას, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი ოჯახი და აუცილებელია ერთმანეთის გაძლიერება. ამ სამეულიდან თუნდაც ერთი სახელმწიფოს გადაბირება „დიფ სთეიტის” მიერ, რეგიონში გამოუსწორებელ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. სამხრეთ კავკასია ყოველთვის თავის სიტყვას ამბობდა მსოფლიო პოლიტიკაში, მაგრამ დღეს ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო მეტად ფასობს. აქ ვერ შემოვა ვერავინ ჩვენი თანხმობისა და თანამშრომლობის გარეშე. ამიტომ, უნდა გავუფრთხილდეთ არა მარტო საკუთარ, არამედ, სამეზობლო პოლიტიკას და გავაძლიეროთ ახალ გეოპოლიტიკურ არქიტექტურაში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი რეგიონი. ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის არა მარტო სურვილი, არამედ, ვალდებულებაც”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის შესახებ ზურაბ ჯაფარიძის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას და მის თანამოაზრეებს ქართულ პოლიტიკაში ყოფნის არანაირი მორალური უფლება არ აქვთ
Next: მსჯავრდებულებმა სპექტაკლი „ლამანჩელი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025