Skip to content
21/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბიშვილის კერპად ყოფნა და ყაველაშვილის კრიტიკა ჯაფარიძისა და ოპოზიციის დიაგნოზია – რაც შეეხება ზურაბიშვილს, ფაქტია, „პატრიოტმა“ ოპოზიციამ ლიდერად აღიარა

მარშალ პრესი 20/07/2025
davit chikhelidze

ჯაფარიძის უსტარი, სადაც ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აკრიტიკებს, დაბალი ინტელექტის და პოლიტიკური უმეცრების დასტურია. სამწუხაროდ ოპოზიციაში გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ოპონენტთან შინაარსობრივ დისკუსიაში შესვლა არ შეუძლია, რის გამოც ისინი პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადადიან, ზურაბიშვილის კერპად ყოფნა და ყაველაშვილის კრიტიკა ჯაფარიძის და ოპოზიციის დიაგნოზია – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სტატუსს, რომელიც მან მიხელ ყაველაშვილთან დაკავშირებით დაწერა.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, მაშინ როცა ოპონენტი ძლიერია და მასთან პაექრობისთვის არგუმენტები არ გაქვს, ჯაფარიძემ ყაველაშვილისადმი მიმართვის, პრეზიდენტის სიძლიერე და საკუთარი სისუსტე აღიარა, რადგან წონადი არგუმენტების ნაცვლად, წერილი ლანძღვით არის გაჯერებული.

„ჯაფარიძის უსტარი, სადაც ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აკრიტიკებს, დაბალი ინტელექტის და პოლიტიკური უმეცრების დასტურია, სამწუხაროდ ოპოზიციაში გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ოპონენტთან შინაარსობრივ დისკუსიაში შესვლა არ შეუძლია, რის გამოც ისინი პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადადიან, ზურაბიშვილის კერპად ყოფნა და ყაველაშვილის კრიტიკა ჯაფარიძის და ოპოზიციის დიაგნოზია, აღნიშნული ფაქტით ყველაფერი ნათქვამია… რაც შეეხება ზურაბიშვილს, არ ვიცი, სად, ვის რა გათხარა (სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია, გათხარო), თუმცა ფაქტია, „პატრიოტმა“ ოპოზიციამ ლიდერად აღიარა, მიუხედავად იმისა რომ ადამიანმა ქართულად მეტყველება ვერ ისწავლა და მთელი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში სახელმწიფოებრიობას ებრძოდა. სირცხვილია, ეს ხალხი პატრიოტიზმსა და ეროვნულობაზე რომ გვესაუბრება!

როდის მიმართავს ადამიანი გამოხატვის იმ ფორმას როგორსაც ჯაფარამ მიმართა? მაშინ როცა ოპონენტი ძლიერია და მასთან პაექრობისთვის არგუმენტები არ გაქვს, ჯაფარიძემ ყაველაშვილისადმი მიმართვის, პრეზიდენტის სიძლიერე და საკუთარი სისუსტე აღიარა, რადგან წონადი არგუმენტების ნაცვლად, წერილი ლანძღვით არის გაჯერებული“, – წერს ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: მსჯავრდებულებმა სპექტაკლი „ლამანჩელი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს
Next: ე.წ. პოლიტიკოსის, პატიმარ ზურა გირჩი ჯაფარიძის პრეზიდენტ ყაველაშვილზე მძულვარებით აღსავსე წერილი მერამდენედ ამტკიცებს, თუ რა ამორფულ მდგომარეობაშია ნაცსექტა ოდენ საცოდაობაში ლეგიტიმური ზურაბიშვილის მეთაურობით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025