Skip to content
13/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას: გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც

მარშალ პრესი 12/07/2025
shalva papuashvili

ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს რადიკალური ოპოზიციაშე არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“. სინამდვილეში, ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ არის რადიკალური ოპოზიციის ერთი გუნდი – „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაილეობის საკითხზე არსებულ დაპირისპირებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ნაცობა“ არ ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობნის“ წევვრობას, არამედ ეს არის იდეოლოგია, რომელიც სხვა ქვეყნების ინტერესებში მოქმედებას და მათი საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ დაყენებას გულისხმობს.

„ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 2 აცხადებს, რომ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, 2 კი ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს ჩააჩოჩეს, გააქრეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ქართველ ხალხს კვლავ გარედან დადგმული სცენარით აჩვენონ, რომ მოვიდა რაღაც ახალი ძალა, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ კავშირში არ არის. შეგახსენებთ, გახარიას დღესაც აქვს კოალიციები თვითმმართველობის დონეზე ოთხ მუნიციპალიტეტში, „ლელოს“ წევრები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, სხვა კავშირებზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს არის მცდელობა, რომ ბრენდი „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველი ხალხის თვალს მოაცილონ და აჩვენონ, თითქოს რაღაც სხვა ძალა არის. ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას: გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: მივესალმებით განათლების მინისტრის ინიციატივას სამეცნიერო ექსპერტიზის საჯარო პოლიტიკაში გამოყენების თაობაზე. რამდენი მინისტრი გამოვიცვალეთ და ეს საკითხი ასე მკვეთრად არავის დაუყენებია
Next: ბრიუსელი საქართველოზე გამავალ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სატრანზიტო პროექტებს გვერდს ვერ აუვლის და იძულებული იქნება ითხოვის ურთიერთობების დალაგება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025