Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მივესალმებით განათლების მინისტრის ინიციატივას სამეცნიერო ექსპერტიზის საჯარო პოლიტიკაში გამოყენების თაობაზე. რამდენი მინისტრი გამოვიცვალეთ და ეს საკითხი ასე მკვეთრად არავის დაუყენებია

მარშალ პრესი 12/07/2025
tamar chiburdanidze

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრას, სადაც აღინიშნა, რომ საჭიროა სამეცნიერო ექსპერტიზის ინტეგრირება საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესში და სახელმწიფო სტრუქტურებსა და აკადემიურ-სამეცნიერო სექტორს შორის ეფექტიანი კავშირების დამყარება, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

ექსპერტი მიესალმება განათლების მინისტრის ინიციატივას, სამეცნიერო ექსპერტიზის საჯარო პოლიტიკაში გამოყენების თაობაზე.

„რამდენი მინისტრი გამოიცვალა განათლების სისტემამ და არც ერთს ასე მკვეთრად არ დაუყენებია მეცნიერების და სახელმწიფოს თანამშრომლობითი განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხი. ყველა განვითარებულ სახელმწიფოში დარგობრივი პოლიტიკა ეფუძნება სწორედ სამეცნიერო ექსპერტიზას. უცხოეთში ყველა წამყვანი უნივერსიტეტი ფასობს იმით, თუ როგორ იყენებს მის სამეცნიერო დასკვნებს სახელმწიფო სხვადასხვა პოლიტიკის ჩამოყალიბებისას.

საქართველოში ეს დღემდე თითქმის ხელშეუხებელი თემა იყო გარდა ერთეული შემთხვევებისა. აქ, მართალია, სხვადასხვა დოკუმენტის შექმნისას შესაძლოა ჩართულნი იყვნენ ექსპერტები და მეცნიერები, მაგრამ უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კვლევის შედეგების არც პოპულარიზაცია ხდებოდა და არც მისი გამოყენება. მთელს მსოფლიოში, ყველა განვითარებულ სახელმწიფოში, დიდი ფული იხარჯება სამეცნიერო კვლევებში, მის პოპულარიზაციასა და გამოყენებაში. სწორედ ამ გზას ადგას დღეს განათლების სისტემაც.

მინისტრის საუკეთესო ინიციატივა მოტივაციას შეუქმნის არა მხოლოდ მეცნიერებს, შექმნან ღირებული კვლევები, არამედ, საჯარო პოლიტიკის წარმომადგენლებსაც, გაეცნონ და გამოიყენონ პოლიტიკების შემუშავებისას სამეცნიერო ექსპერტიზა.
წარმატებები ჩვენს ქვეყანას ყველა კარგ საქმეში!“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: მაკა ბოჭორიშვილი 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილზე: მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ცრუ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ
Next: ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას: გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.