Skip to content
13/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბრიუსელი საქართველოზე გამავალ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სატრანზიტო პროექტებს გვერდს ვერ აუვლის და იძულებული იქნება ითხოვის ურთიერთობების დალაგება

მარშალ პრესი 12/07/2025
DAVID KARTVELISHVILI

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყველაზე ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში დროებით გადავიდეთ საბანკო ურთიერთობების სხვა სისტემებზე,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ექსპერტის აზრით, თუ ბრიუსელი გააგრძელებს ეკონომიკური კუთხით საქართველოს შანტაჟს, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, მარტივად გადავიდეს თურქეთის ან ჩინეთის საბანკო ურთიერთობებზე.

დავით ქართველიშვილი დარწმუნებულია, რომ ბრიუსელი საქართველოზე გამავალ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სატრანზიტო პროექტებს გვერდს ვერ აუვლის და აუცილებლად მოუწევს საქართველოს ურთიერთობების დალაგება სთხოვოს.

„საქართველოს გარშემო საინტერესო სივრცეა ენერგეტიკული, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის. ეს არის მთელი რიგი ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი ევრობიუროკრატიასთან. მაგალითად, არსებობს ორგანიზაცია „სი ფაივ+1“, რომელშიც შედიან ცენტრალური აზიის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები.
საქართველოს ყველა მიმართულებით შეუძლია განახორციელოს იმ პარალელური და ალტერნატიული გზების ძიება, რომელსაც დაადგა მაგალითად, სომხეთი.

აუცილებელია მჭიდრო კონტაქტები დავამყაროთ რეგიონში ჩვენს უშუალო მეგობრებთან – სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ა.შ. გვაქვს შესაძლებლობა ყველაზე ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში გადავიდეთ დროებით საბანკო ურთიერთობების სხვა სისტემებზე. მაგალითად, როგორიც არის თურქეთის ან ჩინეთის საბანკო სისტემა. ანუ დროებით სხვა ვალუტებზე გადავიდეთ. ეს გზა საქართველოს არ დააზარალებს, პირიქით სამუდამოდ გამოიყვანს წნეხიდან და უსამართლო მძევლობიდან. ბრიუსელი კი, როდესაც საქართველოზე გამავალ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სატრანზიტო პროექტებს გვერდს ვერ აუვლის ურთიერთობების დალაგებას გვთხოვოს. მაშინ შეიძლება ვიფიქროდ კიდეც გვიღირს თუ არა ამ ფოცხზე მეორედ დაბიჯება,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Continue Reading

Previous: ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას: გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც
Next: მაკა ბოჭორიშვილი – 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ეს იყო მისწრაფებების მკაფიო ჩვენება, სად გვინდა წასვლა, საქართველომ დასავლური ორიენტაციისკენ არჩევანი გააკეთა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025