Skip to content
30/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არავის ვებრძვით და არავის ვერჩით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას – რა თქმა უნდა, გვინდა ევროპასთან მეგობრობა, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა

მარშალ პრესი 30/06/2025
kakha kaladze

„თუ ხალხს უნდა ხელისუფლების შეცვლა, არჩევნებზე მიიღებს გადაწყვეტილებას და  არა ისე, რომ ვიღაც დიდმა ბიძიებმა გარედან გადაწყვიტონ შეცვალონ ხელისუფლება და მოიყვანონ მათი აგენტურა –  ასე ვერ იქნება, წარმოუდგენელია. არ არის ეს სწორი ფორმა, არსებობს დემოკრატიული პროცესი – არჩევნები,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით,  ქართული სახელმწიფო დღეს ძლიერია როგორც არასდროს და დაიცავს ქვეყნის ინტერესებს. 

„ჩვენ არავის ვებრძვით და არავის ვერჩით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და მის ინტერესს. რა თქმა უნდა, გვინდა ევროპასთან მეგობრობა, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა, ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ გვინდა მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობა, მეტი არაფერი. ორმაგი სტანდარტები, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია. რაც ევროპისთვის არის მისაღები – თურმე იქ შეიძლება მიიღო კანონები, თუნდაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოსთვის არ შეიძლება იმიტომ, რომ ხალხი გააკონტროლებს თანხებს, რომლებიც მიდის ეკლესიის წინააღმდეგ, ხმარდება რევოლუციის  განხორციელებას, სახელმწიფო გადატრიალებას, სისხლისღვრას და ა.შ. ასე ვერ იქნება. დღეს ქართული სახელმწიფო ძლიერია როგორც არასდროს, დაიცავს ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს შენარჩუნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

ამასთან, დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით  დასმული შეკითხვის საპასუხოდ, მან აღნიშნა, რომ მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის პრიორიტეტი არა პირადი კომფორტი, არამედ ქვეყნის ინტერესების გატარებაა.    

„არანაირი პრობლემა არ შემქმნია, ჩვეულებრივად ხვალაც მივდივარ ევროპაში. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის არის სამშობლო, საქართველოს ინტერესების დაცვა, ქვეყნის ინტერესების გატარება და ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა თბილისის მერმა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტი ევროპელი ბიუროკარტების მხრიდან. 

 „ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესს. ბიუროკრატია, რომელიც არანაირ კავშირიში არ არის ევროპულ ღირებულებებთან, საერთოდ აცდენილია ყველაფერს.  პირდაპირ გეუბნებიან თეთრზე შავს, პირდაპირ გეუბნებიან, რომ ადგე და კედელს დაეტაკო, მაშინ როცა იცი, რომ ამით საკუთარ თავსა და ქვეყანას დააზიანებ, ეს მიუღებელია. ასევე, კატეგორიულად მიუღებელია და წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტები. მოლდოვა არის საუკეთესო მაგალითი. ქვეყანა, რომელსაც ჩვენზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომელიც მთელი რიგი პარამეტრებით  20-30 წლით უკან არის საქართველოზე, რომელიც დსთ-ს წევრი ქვეყანაა და მას ჩვენზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: ევროკავშირში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი აქაური ოპოზიციური ჯგუფები შეძლებენ არსებული ხელისუფლების დამხობას
Next: გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025