Skip to content
30/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი აქაური ოპოზიციური ჯგუფები შეძლებენ არსებული ხელისუფლების დამხობას

მარშალ პრესი 30/06/2025
zaal anjaparidze

ჯერ კიდევ შარშან ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან ყველა მაღალი დონის კონტაქტები და ეს შეზღუდვა დღემდე მოქმედებს, რადგანაც ევროკავშირისთვის მისი გამომწვევი მიზეზები არ მოხსნილა.

ამიტომაც ვყავართ კალასს დისტანციაზე, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომელიც კაია კალასის აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, კაია კალასის უარს, ეკონტაქტოს ოფიციალურ თბილისს, აქვს კიდევ ერთი არგაცხადებული მიზეზი, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი აქაური ოპოზიციური ჯგუფები შეძლებენ ხელისუფლების დამხობას.

“რატომ ჩავიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ჯერ ბაქოში, შემდეგ ერევანში და არ ჩამოდის თბილისში? და ალბათ კიდევ კარგა ხანს არ ჩამოვა. ბევრი სპეკულაცია აგორდა ამ თემაზე, თუმცა ჩემი მოკრძალებული აზრით, პასუხი და ახსნა არის მარტივი. ჯერ კიდევ შარშან ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან ყველა მაღალი დონის კონტაქტები და ეს შეზღუდვა დღემდე მოქმედებს, რადგანაც ევროკავშირისთვის მისი გამომწვევი მიზეზები არ მოხსნილა. ამიტომაც ვყავართ კალასს დისტანციაზე. თუმცა, ისევ ჩემი მოკრძალებული აზრით, კაია კალასის უარს ეკონტაქტოს ოფიციალურ თბილისს, აქვს კიდევ ერთი არგაცხადებული მიზეზი – ევროკავშირში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი აქაური ოპოზიციური ჯგუფები შეძლებენ არსებული ხელისუფლების დამხობას.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Continue Reading

Previous: რატომ “გამორჩათ” [უცხოურ მედიას] საქართველო – მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო, რათა არ გაეკეთებინათ აქცენტი საქართველოს მონაწილეობაზე “შუა დერეფნის” პროექტში
Next: არავის ვებრძვით და არავის ვერჩით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას – რა თქმა უნდა, გვინდა ევროპასთან მეგობრობა, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025