Skip to content
30/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 30/06/2025
irakli kobakhidze

გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა, მთელი ოპოზიცია, მათ შორის, მისი პოლიტიკური პარტიაც და თვითონ გახარიაც არიან სრულ გაურკვევლობაში, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გახარიას და მის გეგმებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ ოპოზიცია და, მათ შორის, გახარია მსგავს მდგომარეობაში არიან, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი რადიკალური ოპოზიციის პატრონებს მიუძღვით.

„გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა. თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, თან – არ უნდა. არჩევნებში უნდა მონაწილეობა, თან – არ უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შანსებიც საკმაოდ შესუსტებული აქვს. აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიცია და მათ შორის, ეს პოლიტიკური პარტიაც და ეს ადამიანიც არიან სრულ გაურკვევლობაში, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა. რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ, მაგრამ პირველ რიგში, ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის რადიკალური ოპოზიციის პატრონებს,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: არავის ვებრძვით და არავის ვერჩით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას – რა თქმა უნდა, გვინდა ევროპასთან მეგობრობა, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა
Next: მივმართავთ ქალაქის მერიას, რომ სთხოვოს რომან ფიფიას და გადაგვიხადოს დინამოს სტადიონის დაქირავების თანხა, სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ, ქალაქმა უნდა გააკეთოს ეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025