Skip to content
30/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

მარშალ პრესი 30/06/2025
aleksandre tsuladze

ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა.  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

“დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას.

მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან, ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს.

მადლობა მსურს, გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას.

მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგებს და სამთავრობო გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების შესაძლებლობა მქონდა.”–  ნათქვამია ალექსანდრე წულაძეის განცხადებაში.

წულაძე ამ თანამდებობაზე 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა.

Continue Reading

Previous: გახარიამ მოიტანოს მტკიცებულება, რომ სანამ ჩვენი წარმომადგენელი პირადად მას ჩააბარებდა წავკისში წერილს, უკვე ჰქონდა საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტი, ასევე, აქ მან თქვა, იქ რომ საგუშაგო დავდგი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც იცოდა, ყველამ იცოდა და ყველა კმაყოფილი იყოო
Next: ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025