Skip to content
30/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გახარიამ მოიტანოს მტკიცებულება, რომ სანამ ჩვენი წარმომადგენელი პირადად მას ჩააბარებდა წავკისში წერილს, უკვე ჰქონდა საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტი, ასევე, აქ მან თქვა, იქ რომ საგუშაგო დავდგი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც იცოდა, ყველამ იცოდა და ყველა კმაყოფილი იყოო

მარშალ პრესი 30/06/2025
tea

მას მერე, რაც უარი ვუთხარით ჩართვაზე, ამ მეორე მოთხოვნას ვიხილავთ რა, არ ვეუბნებით ჩართვაზე უარს, მაგრამ, კომისიის მოთხოვნა არის, რომ მან 2 ივლისს უზრუნველყოს საამისოდ ტექნიკურად და ლოგისტიკურად ჩართვისათვის ნორმალური პირობები მისი მხრიდან და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას, რაც გამორიცხავს ნებისმიერ სხვაგვარ ქმედებას, გარდა იმისა, სანამ თავმჯდომარე არ იტყვის კომისიის სახელით, რომ ბატონი გახარიას ახსნა-განმარტების ნაწილში სხდომა ამოწურულია, მას ექნება ჩვენთან ერთად ყოფნის ვალდებულება,  –  ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, გიორგი გახარიას შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც ითხოვს, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩართვის საშუალება მიეცეს. წულუკიანის თქმით, მას გახარიასგან სჭირდება მტკიცებულება, რომ საზღვარგარეთ ვიზიტი მანამდე ჰქონდა დაგეგმილი, სანამ კომისიისგან სხდომაზე დაბარების შესახებ წერილს ჩაიბარებდა.

კომისიის თავმჯდომარე ასევე ითხოვს, გიორგი გახარიამ წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ  ნამდვილად იცოდა, ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ. „არ მაქვს განცდა, რომ მოკლე სხდომა იქნება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვაა. ჯერ ერთი, მინდა აქედან მას ვუთხრა, რომ მჭირდება, მან მოიტანოს მტკიცებულება, სანამ ჩვენი წარმომადგენელი ჩააბარებდა წავკისში წერილს პირადად მას, მანამდე უკვე ჰქონდა საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტი – ამისი მტკიცებულება მოიტანოს. ასევე, ზუსტ ფრაზას გავიხსენებ, მაგრამ აქ მან თქვა, რომ მე იქ [ჩორჩანასთან] საგუშაგო რომ დავდგი, EUMM-მაც (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია) იცოდა, ყველამ იცოდა და ყველა კმაყოფილი იყოო. ამის მტკიცებულება მოიტანოს, რომ EUMM-მა იცოდა. მოიტანოს მტკიცებულება, რომ ის შეთანხმება, რაც საქართველოსა და EUMM-ს შორის არსებობს და მესამე მხარეც ხელს აწერს, რომ ნებისმიერი ცვლილების შესახებ წარმომადგენლებში და განთავსებულ წარმომადგენლებში, იგულისხმება ადგილზე პირები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლით, სადაც არის შექმნილი სპეციალური ცხელი ხაზი და ჯგუფი, მათი გავლით უნდა აცნობო – ეს პროცედურა მან დაიცვა. ამიტომ, ეს სხდომა შეიძლება გაგრძელდეს და სულაც არ იქნება ხანმოკლე.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: გიორგი გახარია მობრძანდა და მრავალი საათის განმავლობაში თქვა ძალიან ბევრი ტყუილი – თეა წულუკიანი
Next: ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025