Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი გახარია მობრძანდა და მრავალი საათის განმავლობაში თქვა ძალიან ბევრი ტყუილი – თეა წულუკიანი

მარშალ პრესი 30/06/2025
tea tsulukiani1

გიორგი გახარია მობრძანდა, ჩემს პირდაპირ დაბრძანდა და მრავალი საათის განმავლობაში თქვა ძალიან ბევრი ტყუილი. მათ შორის განზრახ, თუ ასე ვთქვათ, გაუფრთხილებლობით, თუ უნებლიედ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ამას შემდეგ, ალბათ სხვა შეაფასებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც გიორგი გახარიას საკითხს განიხილავენ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიაზე მყოფი იმჟამინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ნათქვამი ეჭვქვეშ დააყენა, სოფელ წაღვლის მცხოვრების ნაამბობმა. მისივე თქმით, აღნიშნული ორი პირის ახსნა-განმარტება დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად საჭიროა ინფორმაციის მიღება გიორგი გახარიასგან.

„მან თქვა მაგალითისთვის ის, რომ არავითარ შემთხვევაშიო, ჩემი ნაბიჯით, რომელიც გულისხმობდა საგუშაგოს განთავსებას, რომელიც როგორც ირკვევა არავისთან არ შეათანხმა, ერთპიროვნულად გადაწყვიტა, სავარაუდოდ ბატონ ქემოკლიძესთან ერთად, ამას არანაირი ზიანი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის არ მოუტანიაო. მობრძანდა აქ სოფელ წაღვლის მცხოვრები და თქვა, რას ბრძანებთ, ბატონო, მას შემდეგ, რაც საგუშაგო გახარიამ იქ განათავსა მე ჩემს ტყეში ვეღარ შევდივარ, სოფელი დაზიანდა, რუსმა ჩამოწია საოკუპაციო ხაზი და 5 საგუშაგო დადგა და ჩვენ სერიოზული დაპირისპირების და პრობლემების წინაშე აღმოვჩნდითო. ეს ორი ახსნა-განმარტება დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, შესაბამისად, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ინფორმაციის მიღება ბატონი გახარიასგან, უკვე ამის ფონზე რას ფიქრობს ჩორჩანას ეპიზოდზე. მე ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია მისგან“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: არ შეიძლება, როდესაც დიპლომატი ხარ, რომელიმე პარტიის ელჩი იყო, ეს ცნობილი ამბავია – კონსტანტინე ჟღენტი
Next: გახარიამ მოიტანოს მტკიცებულება, რომ სანამ ჩვენი წარმომადგენელი პირადად მას ჩააბარებდა წავკისში წერილს, უკვე ჰქონდა საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტი, ასევე, აქ მან თქვა, იქ რომ საგუშაგო დავდგი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც იცოდა, ყველამ იცოდა და ყველა კმაყოფილი იყოო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.