Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი – რეკომენდაციაში მოცემული პირობების საკმაოდ დიდი ნაწილი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებში დგას, რომლის შესრულებაზე ქართული მხარე ყოველთვის აცხადებდა მზაობას

მარშალ პრესი 18/06/2022
დავით მათიკაშვილი

რეკომენდაციაში მოცემული პირობების საკმაოდ დიდი ნაწილი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებში დგას, რომლის შესრულებაზე ქართული მხარე ყოველთვის აცხადებდა მზაობას – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები ყველა ქვეყანას აქვს, არანაკლები სიმძიმის რეკომენდაციები აქვთ შესასრულებელი უკრაინას და მოლდოვას. მისივე თქმით, ყველა პარამეტრით, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებას შეესაბამება, საქართველო როგორც მოლდოვას, ისე უკრაინას უსწრებს წინ, ამაზე ევროკავშირის ექსპერტების შეფასება არსებობს. დავით მათიკაშვილი დამოუკიდებელი ინსტიტუციის შექმნის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ყველა პუნქტზე იმუშავებს ხელისუფლება, ამიტომ არანაირი ცალკე ორგანოს თუ სისტემის შექმნა, რომელიც სიტუაციას დააკვირდება, საჭირო არ არის. „ამ რეკომენდაციაში მოცემული პირობების საკმაოდ დიდი ნაწილი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებში დგას, ის ისედაც შესასრულებელია ქართული მხარის მიერ, რომლის შესრულებაზე ქართული მხარე ყოველთვის აცხადებდა მზაობას. ყველა პუნქტზე იმუშავებს ხელისუფლება, ამიტომ არანაირი ცალკე ორგანოს თუ სისტემის შექმნა, რომელიც სიტუაციას დააკვირდება, საჭირო არ არის. მე მესმის, პრეზიდენტის ინიციატივები. შესაძლოა მას გარკვეული გულწრფელი სურვილები ჰქონდეს, მაგრამ ისევ მოვდივართ წინააღმდეგობაში, ამიტომ კონსტიტუციური ფუნქციების აღრევა ხშირად იწვევს გაუგებრობებს, შესაბამისად, კონსტიტუციურ ორგანოებს უნდა ვადროვოთ და ვაცადოთ საკუთარი ფუნქციების შესრულება. იმაზე მეტად ავტორიტეტული სისტემა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან აქვს მანდატი მიცემული, ის არის ხელისუფლებაში და პირადად აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა ამ კონკრეტული ქმედებების შესრულების, არ არსებობს. ამის ყველაზე კარგი არბიტრი არის საზოგადოება და ევროკავშირი. კონსტიტუციური განაწესების შესრულება ქვეყნის ევროპული გზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ისევე შესასრულებელია პრეზიდენტისთვის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: დავით მათიკაშვილი – სამწუხაროდ მსოფლიოს მხრიდან იგივე რეაქცია არ მოჰყოლია იმ მოვლენებს, რომელსაც საქართველოში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი
Next: უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ოლექსეი დანილოვს მიხაილო პოდოლიაკისა და დავით არახამიას მიმართ პრეტენზიები აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.