IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, საქართველოს აკისრებს პასუხისმგებლობას როგორც ქვეყნის მოქალაქეების, ასევე პარტნიორების მოქალაქეების წინაშე. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა, რაც ერთი მხრივ, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების, მთავრობის, ყველას ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგების დაფასებას, მაგრამ ამავე დროს დროს გვაკისრებს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების და ასევე ჩვენი პარტნიორების მოქალაქეების წინაშეც. ჩვენ თანმიმდევრულად ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები და ჩვენ 5 პარტნიორ ქვეყანას დავუწესეთ სარკისებურად ზუსტად ის პირობები, რომელიც მათ დაგვიწესეს. რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო განგრძობს მსგავს მოლაპარაკებას ყველა ჩვენს სხვა პარტნიორთან მიმართებით და აქაც გვექნება შესაბამისი შედეგები. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთოხება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების კონტროლს, რაც არის უმნიშვნელოვანესი პირობა ეკონომიკის შემდგომი განვითარებისა და აღდგენისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები. გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ჩვენი ქვეყნის სტუმრების ჯანმრთელობის მიზნებს, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აღოძინების მნიშვნელობასაც,“- განაცხადა გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება