Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი – სამწუხაროდ მსოფლიოს მხრიდან იგივე რეაქცია არ მოჰყოლია იმ მოვლენებს, რომელსაც საქართველოში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი

მარშალ პრესი 18/06/2022
მათიკაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაიღვარა ძალიან ბევრი სისხლი, თავი დავანებოთ ისტორიულ წარსულს, ბოლო 30 წელიც საკმარისია, 2008 წელი შეგვიძლია გავიხსენოთ, არ ვიცი, ამ თარიღის სიშორის თუ რის გამო, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი, რომ გეოპოლიტიკურ ჭრილში, დღევანდელი საფრთხეებიდან გამომდინარე, ერთ თანრიგში ჩაეყენებინათ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ მსოფლიოს მხრიდან იგივე რეაქცია არ მოჰყოლია იმ მოვლენებს, რომელსაც საქართველოში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.

„ეს იყო ბრძოლა და ომი რუსეთის ფედერაციასთან, არ ვიცი მასშტაბის თუ იმ დროს არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის თუ რის გამო, მსოფლიოს მხრიდან იგივე რეაქცია, რაც დღეს უკრაინაში არსებული ომის პირობებში არსებობს, ამას სამწუხაროდ არ მოყოლია. ეს ჩემი სიტყვები არ არის, რომ დასავლეთის სწორედ ასეთმა პასიურმა პოლიტიკამ გამოიწვია შემდგომ უკვე ის, რაც მოხდა“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: დავით მათიკაშვილი – ევროპული პერსპექტივა, რომელიც ცალკეული სტატუსია ევროკავშირის გზაზე, გაეხსნა ტრიოს სამივე ქვეყანას
Next: დავით მათიკაშვილი – რეკომენდაციაში მოცემული პირობების საკმაოდ დიდი ნაწილი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებში დგას, რომლის შესრულებაზე ქართული მხარე ყოველთვის აცხადებდა მზაობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.