Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ინიციატივები, რომელსაც პრემიერი იჩენს, მისასალმებელია – თამთა მეგრელიშვილი

მარშალ პრესი 26/06/2025
tamta megrelishvili

ნარკოპოლიტიკის სისტემური გარდაქმის პროცესში ვართ, კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, ჯანდაცვისა და ბიო-ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სერვისების განვითარება იგეგმება. პრევენციის პროგრამების სისტემური დანერგვა გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ქვეყანაში ნარკოვითარების შეცვლასა და ნივთიერებების ავადმოხმარებასთან გამოწვეული პრობლემების თანმიმდევრულ გადაწყვეტაში – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პრემიერის გადაწყვეტილებას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მიდგომა, რომელმაც უკვე კანონის სახე მიიღო და სამართლებრივი მოწესრიგების მაღალ სტანდარტს გვთავაზობს, შეძლებს და შეაჩერებს ახალგაზრდების და ნარკოდამოკიდებული პირების დროში გახანგრძლივებულ თვითმკვლელობას და ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციას.

„ნარკოპოლიტიკის სისტემური გარდაქმის პროცესში ვართ, კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, ჯანდაცვისა და ბიო-ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სერვისების განვითარება იგეგმება. პრევენციის პროგრამების სისტემური დანერგვა გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ქვეყანაში ნარკოვითარების შეცვლასა და ნივთიერებების ავადმოხმარებასთან გამოწვეული პრობლემების თანმიმდევრულ გადაწყვეტაში. სრულად აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს.

ამ მიზნით კანონით განისაზღვრება კონკრეტული ვადები, რომლის განმავლობაშიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გასატარებელი იქნება მთელი რიგი ღონისძიებები პროცესების შეუფერხებელი განხორციელებისთვის, მათ შორის პაციენტების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. არცერთი ადამიანი, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით სათანადოდ სარგებლობს, მედიკამენტის გარეშე არ დარჩება. ყურადღების ობიექტია სააფთიაქო ნარკომანიაც, რადგან გვყავს უამრავი ადამიანი, რომელიც ახლაც დამოკიდებულია სააფთიაქო ნარკოტიკზე, არის შემთხვევები როდესაც სააფთიაქო ნარკოტიკი იყიდება არალეგალურად. ეს და სხვა ინიციატივები, რომელსაც პრემიერი იჩენს, მისასალმებელია და ვფიქრობ, რომ მიდგომა რომელმაც უკვე კანონის სახე მიიღო და სამართლებრივი მოწესრიგების მაღალ სტანდარტს გვთავაზობს მოახერხებს და შეაჩერებს ახალგაზრდების და ნარკოდამოკიდებული პირების დროში გახანგრძლივებულ თვითმკვლელობას და ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციას.“ – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: დონორები და დიპლომატიური კორპუსი ხელოვნურად ახალისებენ ძალადობას -მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი გააგმირეს, ვხედავთ, როგორ ურტყამს ხელს პოლიციას რატიანი
Next: ზვიად რატიანს რომ პოლიტპატიმარს არქმევენ, ხვალ შეიძლება ახალგაზრდასაც მოუნდეს ამის გამეორება და ეს საგმირო საქმედ მიაჩნდეს – მინდა ყველამ იცოდეს, რომ პოლიციელს თუ შეეხები დაისჯები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.