Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზვიად რატიანს რომ პოლიტპატიმარს არქმევენ, ხვალ შეიძლება ახალგაზრდასაც მოუნდეს ამის გამეორება და ეს საგმირო საქმედ მიაჩნდეს – მინდა ყველამ იცოდეს, რომ პოლიციელს თუ შეეხები დაისჯები

მარშალ პრესი 26/06/2025
tengiz sharmanashvili

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებსა და მათ მიერ ძალადობის წახალისებას გამოეხმაურა.

შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ხდება ძალადობის წაქეზება და დანაშაულის საგმირო საქმედ წარმოჩინება.

„ეს ყოველივე იმის გამოძახილია, რომ ამისკენ წაქეზება მიმდინარეობს ყველა მხრიდან. ახლა ამას რომ პოლიტპატიმარს არქმევენ, ამხელა კაცის ამ მოქმედებას, ასაკით, ხვალ რომ ეს 20 ან 17 წლის ბიჭმა გაიმეოროს, გაგიკვირდებათ? ის ჩათვლის, რომ ზრდასრული კაცი თუ ამას აკეთებს ნორმალურია. როდესაც შენ მერე ამას პოლიტპატიმარს დაარქმევ შეიძლება იმ ახალგაზრდასაც მოუნდეს ამის გამეორება და ეს საგმირო საქმედ მიაჩნდეს. ეს არის დათვური სამსახური ამ ახალგაზრდებისათვის და ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პოლიციელს თუ შეეხები დაისჯები!“-განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს და ბრალი წარედგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, ბრალდება გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

Post navigation

Previous: ინიციატივები, რომელსაც პრემიერი იჩენს, მისასალმებელია – თამთა მეგრელიშვილი
Next: აშანტაჟებენ ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აშინებენ იმ ბენეფიტების წართმევისგან, რომელიც სამართლიანად დავიმსახურეთ, მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.