Skip to content
26/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დონორები და დიპლომატიური კორპუსი ხელოვნურად ახალისებენ ძალადობას -მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი გააგმირეს, ვხედავთ, როგორ ურტყამს ხელს პოლიციას რატიანი

მარშალ პრესი 26/06/2025
levan machavariani

ესეც, რა თქმა უნდა, არის დონორების „დამსახურება“. ჩვენ ვაფრთხილებთ დონორებს და მითუმეტეს შალვა პაპუაშვილი აქტიურობს ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით, რომ ისინი ხელოვნურად ახალისებენ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დონორებზე არ არის საუბარი, დიპლომატიური კორპუსის გარკვეულ ნაწილზეცაა საუბარი, ხელოვნურად ახალისებენ ძალადობას,- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის და დონორების მხრიდან მზია ამაღლობელის ჩადენილი დანაშაულის გაგმირებას მოჰყვა, სწორედ მწერალ ზვიად რატიანის მიერ მსგავსი ქმედების ჩადენაც.

„მაშინ როდესაც მაგალითად, მზია ამაღლობელი გააგმირეს, ვხედავთ როგორ ურტყამს ხელს [პოლიციას] ისევ რატიანი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის აღბეჭდილი და შესაბამისად ამაზეც აპელირება არის აბსურდი, უაზრობა, ვინაიდან ყველა პირდაპირ ეთერში ვხედავთ კადრს, თუ როგორ მოქმედებს ეს პიროვნება და როგორ ურტყამს პოლიციელს ხელს, რაც რა თქმა უნდა, არის დასჯადი საქციელი“,-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს და ბრალი წარედგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, ბრალდება გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

Continue Reading

Previous: საქართველოში რადიკალები ცდილობენ, რომ ეს პოლიტიკურ ანტურაჟში გაახვიონ – დავით მათიკაშვილი ზვიად რატიანზე
Next: ინიციატივები, რომელსაც პრემიერი იჩენს, მისასალმებელია – თამთა მეგრელიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025