Skip to content
25/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ – წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე

მარშალ პრესი 25/06/2025
kavelashvili

„მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ – წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ქვეყნის მთავარსარდალმა ღონისძიებაზე ახალგაზრდებს მიმართა , რომ პროექტის ფარგლებში მათ მიეცემათ ეროვნული სამხედრო ფორმის ჩაცმის შესაძლებლობა. მისივე თქმით, ამაზე დიდი სიამაყე ქართველისთვის არ არსებობს .

„თქვენ ახლა უნდა აირჩოთ პროფესიები და უნდა იყოთ წარმატებულები, დარწმუნებული ვარ იქნებით კიდეც. ის რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ის რომ დღეს ეს ტრიადა გვაქვს-მამული, ენა, სარწმუნოება, ჩვენი წინაპრების დამსახურებაა, ისინი სწორედ მის დაცვას ეწირებოდნენ. წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე, სამშობლოს გარეშე და მინდა დაიმახსოვროთ, რომ თქვენი პროფესიის არჩევის დროს, როცა იქნებით წარმატებული პროფესიონალები თქვენს დარგში, აუციელებლად სამშობლოსთან ერთად უნდა იყოს ეს ყველაფერი, სამშობლო თან უნდა გდევდეთ სულ, მუდმივად, ნებისმიერ თქვენს პროფესიაში და წარმატებაში.

სხვანაირად შეუძლებელია. არ არსებობს თავისუფლება, მით უმეტეს ქართველისთვის, სამშობლოს გარეშე. ამ ნაწილში, სწორედ „ჯარის ბანაკი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ჯარის, თავდაცვის ნაწილის წარმომადგენლები სწორედ ამას გაზიარებენ, როგორი სულისკვეთებაა, როგორი პატრიოტიზმია და რას ნიშნავს იყო ქართველი ჯარისკაც. დღეს ხომ ვხედავთ, მე თავადაც ყოფილი სპორტსმენი ვარ, ჩვენი სპორტსმენები როგორ გვასახელებენ და რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანის წარმატებას საქართველოსთვის, როგორი ამაყები ვართ, როდესაც სპორტსმენების ეროვნული ფორმით ვართ შემოსილნი. უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაიცვათ სამხედრო ფორმა, ამაზე დიდი სიამაყე არ არსებობს, სწორედ ამას გაზიარებენ ჩვენი ძვირფასი თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.“,- განცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: ჯარის ბანაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან, ჩვენ თუ დღეს ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს, პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურებაა
Next: სცენარი 2 – „არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება“ უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად და აქ უკვე საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა რაც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025