Skip to content
25/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯარის ბანაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან, ჩვენ თუ დღეს ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს, პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურებაა

მარშალ პრესი 25/06/2025
irakli kobakhidze

ჩვენ თუ დღეს ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს, პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურებაა, რასაც განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოჯორში, ჯარის ბანაკის გახსნაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯარის ბანაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდებს, ჯართან ურთიერთობით, შესაძლებლობა აქვთ ემოციებით ეზიარონ ყველაფერს, რასთანაც ქვეყნის თვითმყოფადობა და იდენტობაა დაკავშირებული.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ჯართან ურთიერთობით, თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა, ემოციებით ეზიაროთ იმ ყველაფერს, რასთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა და იდენტობა. ჩვენი ჯარი არის ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი. 23 საუკუნის წინ დაფუძნდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და იქიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნისა და ქართული ჯარის ისტორია არის ერთმანეთისგან განუყოფელი. ყოველ ჯერზე, როდესაც ეს სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, პირველი, სწორედ, ქართველი ჯარისკაცი იდგა ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და ჩვენი დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ეს გრძელდება უკანასკნელი წლების განმავლობაშიც, მას შემდეგ, რაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამ 35 წლის განმავლობაში, ქართულ ჯარს გადახდა სამი ომი. ეს იყო უთანასწორო ომები, თუმცა სამივე ჯერზე ქართულმა ჯარმა და ქართველმა ჯარისკაცმა აჩვენა გმირობის უმაღლესი მაგალითი. ჩვენ თუ დღეს ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურებაა.

ჩვენ ამას განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. ქართული საზოგადოება ამას აფასებს და ყველა კვლევით დასტურდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ქართული ჯარი არის პირველ ადგილზე საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით. ეს არის ის ნდობა, რომელიც ქართულმა ჯარმა დაიმსახურა ამ მრავალსაუკუნოვანი და ბოლო წლების განმავლობაში უკვე მრავალწლიანი მოღვაწეობით, თავისი გმირობით, ჯარისკაცების გმირობით და ეს არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა ვცეთ პატივი და გავუფრთხილდეთ,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება საზოგადოებაში, სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და„ჯარის ბანაკი“ სწორედ ამას ემსახურება
Next: მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ – წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025