Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოზარ სუბარი დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეებზე: ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა

მარშალ პრესი 19/06/2025
sozar

რატომ მივიდნენ [ცინდელიანები] პაატა ქარდავას ოჯახში და სად დაინახეს მსგავსება? ორივე საქმეზე დადგენილია სასამართლოს განაჩენი, ორივე საქმეს ჰყავს დამნაშავე და ორივე საქმე იდენტურია. ორივე საქმეზე მოხდა ამ ორი ადამიანის გატაცება, წამება, დახვრეტა პირდაპირ, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სუბარის თქმით, დადგენილია დამნაშავე, აფხაზეთის კუდ-ის უფროსი რომან შამათავა, რომელიც ამ საქმეებზე სასჯელს იხდის.

“ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში – დადგენილია. დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა. გამოძიება მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, 2013 წელს. პაატა ქარდავაც ზუსტად ასე, ზუგდიდის ცენტრში დღისით, ბაზართან ახლოს 27 აგვისტოს ჩასვეს მანქანაში, მოიტაცეს უამრავი ხალხის წინაშე, არავის იქაც სახე არ დაუმალავს, ყველამ იცოდა იქაც, რომ სამართალდამცავებზე იყო ლაპარაკი. ძალიან ხშირად მოდიოდნენ ჩემთან როგორც ქალბატონი თამარ არღვლიანი, ისე პაატა ქარდავას შვილები, ბექა და ქრისტინე ქარდავები. ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე, ბევრი წერილი გვაქვს გაგზავნილი ამ თემაზე, პასუხი ყველა მხრიდან იყო ნული. ორივე შემთხვევაზე მაშინ საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთით.”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: ჩემი შვილი, ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში. დახვდა სპეცრაზმი, გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს. ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად
Next: ამ დღიდან ჩვენი ოჯახი, დიდ-პატარა, გავუბედურდით ყველა, დავიჩაგრეთ – მოკლული დავით ცინდელიანის დედა თამარ არღვლიანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025