Skip to content
19/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩემი შვილი, ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში. დახვდა სპეცრაზმი, გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს. ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად

მარშალ პრესი 19/06/2025
05

მოკლედ მოგიყვებით როგორ გააუბედურა სისხლისმსმელი სააკაშვილის სადისტურმა „ნაციონალების“ მთავრობამ ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი – პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კონფლიქტები და შურისძიება, – ამის შესახებ დავით ცინდელიანის დედამ თამარ არღვლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეს განიხილავენ.

მისი თქმით, დავით ცინდელიანი, პირადად ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ქუთაისში, სადაც ის გაიტაცეს, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს და ზღვაში გადააგდეს.

„მოკლედ მოგიყვებით როგორ გააუბედურა სისხლისმსმელი სააკაშვილის სადისტურმა ნაციონალების მთავრობამ ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი – პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კომფლიქტები და შურისძიება. ჩემი შვილი, დათო ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს დაიბარეს ვითომ თათბირზე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზევიდან დაკვეთით, მთავრობის, პირადად ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ლაშა ჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა ვითომ თათბირზე ქუთაისში. როგორც შევიდნენ ქუთაისი, დახვდა ქუთაისის 9 კაციანი სპეცრაზმი, რომელსაც ზემდგომი ორგანოებისაგან დავალებული ჰქონდა გაეტაცათ ჩემი უდანაშაულო შვილი და დახვდნენ და გაიტაცეს, მამას და მის თანმხლებ პირებს წაართვეს ხელიდან, პირდაპირ ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ნივთმტკიცება რომ არ ყოფილიყო, ბეტონის ფილები გამოაბეს, ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს, ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად“, – განაცხადა თამარ არღვლიანმა.

Continue Reading

Previous: ბრიტანეთის საელჩოს განცხადებიდან ორ დღეში, რომელშიც ელჩი უორდი ამტკიცებდა, რომ „მომავლის აკადემია” მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, ამავე ორგანიზაციამ მიმართვაში გამოიყენა სიტყვები – „ივანიშვილის რეჟიმი” და „რუსული კანონი”
Next: სოზარ სუბარი დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეებზე: ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025