Skip to content
19/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ დღიდან ჩვენი ოჯახი, დიდ-პატარა, გავუბედურდით ყველა, დავიჩაგრეთ – მოკლული დავით ცინდელიანის დედა თამარ არღვლიანი

მარშალ პრესი 19/06/2025
03

ამ დღიდან ჩვენი ოჯახი, დიდ-პატარა, გავუბედურდით ყველა, დავიჩაგრეთ. ჩვენისთანა უბედური არ მგონია ვინმე იყოს ამ ქვეყანაზე,- ამის შესახებ დავით ცინდელიანის დედამ თამარ არღვლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეს განიხილავენ.

თამარ არღვლიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა, რომელიც იმჟამად შს მინისტრი იყო, თავი მოაჩვენა თითქოს არ ფლობდა ინფორმაციას დავით ცინდელიანთან დაკავშირებით და მისი პოვნისთვის ჯილდოც კი დააწესა 10 000 ლარის ოდენობით.

„დღე და ღამე ვაწუხებდით სოზარ სუბარს, დღე და ღამე დავდიოდით მე და ჩემი მეუღლე. ვითომ დაიწყო გამოძიება ავიყვანეთ ადვოკატი. ადვოკატიც გვაშოშმინებდა, შეიძლება ცოცხალია და ამბოხებას ან აქციებს მოაწყობთ შეიძლება არ მოკლანო. იმ მთავრობისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი.

ვის არ მივმართეთ თხოვნით, რომ დახმარება გაეწია, მაგრამ ვერაფერი ვერ ვქენით. მთელი სვანეთი იყო ამბოხებული. ჟურნალისტების ერთი ჯგუფი ჩამოვიდა სვანეთში და დახვდნენ სვანები სთხოვეს, რომ საჩქაროდ გამოეკვლიათ რა მოხდა და როცა ჩამოვიდნენ თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ და შეხვდნენ ვანო მერაბიშვილს. იმან ვითომ გაიკვირვა ვინ არის დათოო. იმ დღესვე სურათები გამოაქვეყნეს გაზეთებში, ცენტრალურ ადგილებში, ვითომ ეძებდნენ, ანონიმურობასაც ჰპირდებოდნენ ვინც იმის ადგილსამყოფელს ეტყოდა. 10 000 ლარის ჯილდოს დაუნიშნავდნენ, ასე მოგვატყუეს“,-განაცხადა თამარ არღვლიანმა.

Continue Reading

Previous: სოზარ სუბარი დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეებზე: ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა
Next: ორჯერ შევხვდი სადისტ სააკაშვილს, ყველაფერი მოვახსენე, ვისი დავალებით ჩამოვიდა ქუთაისში, რომელ ადგილას იყო, ქუთაისის სპეცრაზმმა რომ აიყვანა – ორჯერვე მითხრა, აუცილებლად დაგეხმარები და გამომძიებლების მეშვეობით გაიგებო, ისინი მეუბნებოდნენ, ცოცხალია და დაგიბრუნდებათო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025