Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბრიტანეთის საელჩოს განცხადებიდან ორ დღეში, რომელშიც ელჩი უორდი ამტკიცებდა, რომ „მომავლის აკადემია” მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, ამავე ორგანიზაციამ მიმართვაში გამოიყენა სიტყვები – „ივანიშვილის რეჟიმი” და „რუსული კანონი”

მარშალ პრესი 19/06/2025
britanetis saelcho

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის ორგანიზაციები, ვისთვისაც ბრიტანეთის საელჩო გრანტის მიცემას აპირებდა.

ჩამოთვლილ ოთხ ორგანიზაციას შორის იყო „საქართველოს მომავლის აკადემია“, რომლისთვისაც გრანტის სახით 99,975 ფუნტი იყო გამოყოფილი. ისიც ცნობილია, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს გრანტის სანაცვლოდ არჩევნებზე დასკვნები უნდა დაეწერათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში.“

ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებიან ამ საქმიანობის აღწერას, როგორც „პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებიდან ორ დღეში, „საქართველოს მომავლის აკადემიამ“, რომელიც ბრიტანეთის ელჩის მტკიცებით მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, გავრცელებულ განცხადებაში რამდენჯერმე გამოიყენა სიტყვები – “ივანიშვილის რეჟიმი” და “რუსული კანონი”.

Continue Reading

Previous: გია ანსიანი: გადავურეკე სატყეო სამმართველოს უფროსს, დავით ცინდელიანი ცუდად არის და ვერ მომყავს-მეთქი, პატარა პაუზა იყო და ტელეფონშიც ისმოდა, ვიღაც ეუბნებოდა, ფეხიც რომ ჰქონდეს მოტეხილი, უნდა წამოიყვანოსო, სამმართველოს უფროსიც იმეორებს ამ სიტყვებს
Next: ჩემი შვილი, ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში. დახვდა სპეცრაზმი, გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს. ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025