„მინდა დავიწყო ყველასათვის მნიშვნელოვანი საკითხით – სკოლებით და სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით. მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ოზურგეთში აშენდა ახალი, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სკოლები, ასევე კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა არაერთ სკოლას. საქართველოს პრემიერ მინისტრის და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იგეგმება ათზე მეტი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში. კონკრეტული სკოლები უკვე პრიორიტეტულად განიხილება და უახლოეს პერიოდში ამასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. თანამედროვე სკოლები ჩვენი ბავშვებისთვის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები იგეგმება,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
ბოლო სიახლე ავთანდილ თალაკვაძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ოზურგეთში აშენდა ახალი, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სკოლები,...
სანუკვარი ოცნება ახდა – კიევში ლგბტ პროპაგანდის ფესტივალი ჩატარდება