Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ელენე ხოშტარიას რუსულ ფულს რატომ არ იმჩნევთ? არ იცით? – მამუკა მდინარაძე კრიტიკულ მედიას

მარშალ პრესი 17/06/2022
მამუკა მდინარაძე

რატომ არ იმჩნევთ ელენე ხოშტარიას ქეისს? ხომ არ იცით, თქვენი ტელევიზია რატომ არ იმჩნევს რუსეთიდან გადმორიცხულ ფულებთან დაკავშირებით, არ იცით? მთავარი არხი რატომ არ იმჩნევს? – ამ კითხვით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ „პირველს“ და „მთავარ არხს“ დღეს გამართულ ბრიფინგზე მიმართა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ეს არის რუსული ინტერესის ლობირება. მისივე თქმით, ოპოზიციური მედია პირდაპირ ეთერში იტყუება, როდესაც სვამს კითხვას ბიძინა ივანიშვილის რუსულ ბიზნესზე, რომელიც მას 2012 წლის შემდეგ აღარ აქვს. ეს არის მათი ტყუილი და ერთი მტკიცებულებაც არ შეუძლიათ წარმოადგინონ.

„რატომ არ იმჩნევთ ელენე ხოშტარიას ქეისს? ხომ არ იცით, თქვენი ტელევიზია რატომ არ იმჩნევს რუსეთიდან გადმორიცხულ ფულებთან დაკავშირებით, არ იცით? „მთავარი არხი“ რატომ არ იმჩნევს? რუსულ ფულზე პასუხია ბიძინა ივანიშვილი? რომელსაც ჩაეხსნა 2012 წელს. ახლა თქვენ მიპასუხეთ, დღეს რომ ელენე ხოშტარია იღებს. დიდი ბოდიში შენიშვნა მიწევს, მაგრამ ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში იტყუებით. 2012 წელს რომ ჩაეხსნა თემებს და ბიზნესს, იმაზე დღეს მისვამთ შეკითხვას. ეს არის თქვენი ტყუილი, ერთი მტკიცებულებაც არ შეგიძლიათ წარმოადგინოთ. დღეს მე თქვენ გეუბნებით, რომ თქვენი გაპიარებული თქვენი პარტიის, მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დღეს იღებს რუსულ ფულს, რასაც თვითონ ადასტურებს, ამას რატომ არ იმჩნევთ? ვისი ლიდერიც არის, ელენე ხოშტარიას რუსულ ფულს რატომ არ იმჩნევთ? თქვენ გჯერათ, რომ 50 000 $ საშუალოდ თვეში არის ჰონორარი? კარგი, საზოგადოებას არ ჯერა და არასდროს დაიჯერებს. სოლიკო ვირსალაძის საავტორო უფლება შეიძლება იყოს სამემკვიდრეოდ რამდენიმეზე ვთქვათ ათასი, ორი ათასი, მაგრამ 150 000 $ -მდე სამი თვის განმავლობაში? ეს გჯერათ თქვენ? რაოს გვერდის ავლით? ასე გჯერათ თქვენ? არ მგონია გჯეროდეთ რატომ იცით? მე ცოტა უკეთესი წარმოდგენა მაქვს თქვენს ინტელექტზე, გულწრფელად გეუბნებით. ინტელექტზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმაზე, რაც შეეხება ამ ქეისის დამალვას, ეს თუ ასეა მოყევით და ისიც მოყევით, რაც თქვენ გჯერათ, მაგრამ საერთოდ რომ არაფერს ყვებით, ეს არის რუსული ინტერესის ლობირება“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: დღეს, დადებითიც ბევრი მოხდა – კოჰაბიტაცია ოფიციალურად დასრულდა – სააკაშვილის და მისი ძუკნის, ისედაც უპერსპექტივო ციხიდან გამოშვებას, დიდი, დასავლური წერტილი დაესვა – დიმიტრი სამხარაძე
Next: ავთანდილ თალაკვაძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ოზურგეთში აშენდა ახალი, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სკოლები, ასევე კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა არაერთ სკოლას – ოზურგეთის მერმა, მერიის სხდომაზე ახალი პროექტები და ინიციატივები წარადგინა.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.