Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: თავისის სისასტიკით, წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი. მათ უნდოდათ სცენარი დაედგათ თითქოს ჩვენ პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით – ერთ ადამიანზე საშუალოდ 7-8 კაცი მოდიოდა, რომლებიც დაუნდობლად გვირტყამდნენ

მარშალ პრესი 18/06/2025
giorgi chitarishvili2

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, უსმენენ 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულ, გიორგი ჩითარიშვილს უსმენენ. გიორგი ჩითარიშვილის განცხადებით, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევას წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას უწოდებს, რადგანაც ხელისუფლებას სურდა სცენარის გათამაშება, თითქოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები პოლიციის შენობაში შეჭრას აპირებდნენ.

„მე თითქმის ყველა საპროტესტო აქციაში მიმიღია მონაწილეობა. 15 ივნისს თავისის სისასტიკით, წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი, კი იყო 26 მაისი, 7 ნოემბერი, მაგრამ 15 ივნისი იყო რაოდენობრივად, ერთ ადამიანზე საშუალოდ 7-8 კაცი მოდიდოა, რომლებიც დაუნდობლად გვირტყამდნენ.

15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მისვლის მოტივაცია იმაში იყო, რომ ჩვენ ახალგაზრდები საპროტესტო ტალღა მინელებული იყო იმ პერიოდისთვის ხდებოდა სახლებიდან დაკავებები, ოღონდ სხვანაირი ფორმებით ხვდებოდნენ, სცემდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სამმართველოსთან მისვლის მოტივი იყო ის, რომ ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს სახელებს და გვარებს, არ ვმალავთ ჩვენს ვინაობას, იმიტომ რომ ნებისმიერ ადგილას გადაადგილებისას გიღებენ, ვბრძნობდით რომ მარტოები არ ვიყავით. 15 ივნისი იყო ზე მშვიდობიანი აქცია, კადრებშიც ჩანს. ეს იყო წინასწარ განზრახული თავდასხმა, მათ უნდოდათ სცენარი დაედგათ ჩვენ ვითომ ვიჭრებოდით და მოგვიანებით ეკა ზღულაძემ 3-4 საათში გააკეთა განცხადება, რომ თითოს ჩვენ პიკეტირებას და პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით“,-განაცხადა გიორგი ჩითარიშვილმა.

Post navigation

Previous: ქუთაისის ციხეში, „სპიჩკებს“ ეძახდნენ, სადაც შეგვიყვანეს, ვიგრძენი, რომ ფეხი დამისველდა, რომ გამოვედი, ფეხსაცმელი სულ სისხლიანი მქონდა – აღმოჩნდა, რომ ამ „სპიჩკებში“ ჩაჰყავდათ ადამიანები და იქ სცემდნენ
Next: გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: მაშინ ყველა ახალგაზრდას ხელზე გვეკეთა სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად სამაჯური, როდესაც ეს დამინახეს, ხელი დამიჭირეს და ძალიან ბევრი მირტყეს ხელში, რა გიკეთია, როგორ არ გრცხვენიაო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.