Skip to content
19/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქუთაისის ციხეში, „სპიჩკებს“ ეძახდნენ, სადაც შეგვიყვანეს, ვიგრძენი, რომ ფეხი დამისველდა, რომ გამოვედი, ფეხსაცმელი სულ სისხლიანი მქონდა – აღმოჩნდა, რომ ამ „სპიჩკებში“ ჩაჰყავდათ ადამიანები და იქ სცემდნენ

მარშალ პრესი 18/06/2025
mikheil meskhi89

ქუთაისის ციხის მაშინდელი უფროსი იყო ბატონი ჯიჭონაია. „სპიჩკებს“ ეძახდნენ, სადაც ჩვენ შეგვიყვანეს. მე პირადად 7 კვადრატში ვიჯექი, მაგრამ, სანამ შეგვიყვანდნენ „სპიჩკებში“, ვიგრძენი, რომ ფეხი დამისველდა, ალბათ ვინმემ წყალი დალია-მეთქი და რომ გამოვედი, ფეხსაცმელი სულ სისხლიანი მქონდა, – ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, მიხეილ მესხმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „როგორც აღმოჩნდა, ამ „სპიჩკებში“ ჩაჰყავდათ ადამიანები და იქ სცემდნენ,“ და სწორედ ნაცემი ადამიანის სისხლით დაუსველდა ფეხები. „„სპიჩკები“ თვითონ ციხეში იყო, საკნდიდან მანდ ჩამოგიყვანდნენ და მანდ ელოდებოდი სასამართლოში (გადაყვანას). გაგა ამბროლაძე და მიხეილ ამაშუკელიც იმავე პირობებში იყვნენ. პირველ დღეს მოხდა ეს ამბავი, ალბათ, შიში რომ მქონოდა იქაურობის, იმიტომ, რომ შემდეგ რომ დავყავდით (სასამართლოზე), მერე მოწმენდილ „სპიჩკებში“ შევყავდით. მერე, ციხეზე როცა მოვიკითხე, რამდენიმე „სპიჩკა“ იყო სპეციალურად, სადაც ამ ადამიანებს სცემდნენ და ვხედავდი, როდესაც მოგვიყვანდნენ სასამართლოდან, როგორ ექცეოდნენ, ბევრჯერ გავუღვიძებივარ ყვირილს, ადამიანების წამების ხმას.“ – განაცხადა მიხეილ მესხმა.

Continue Reading

Previous: ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან
Next: გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: თავისის სისასტიკით, წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი. მათ უნდოდათ სცენარი დაედგათ თითქოს ჩვენ პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით – ერთ ადამიანზე საშუალოდ 7-8 კაცი მოდიოდა, რომლებიც დაუნდობლად გვირტყამდნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025