Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: მაშინ ყველა ახალგაზრდას ხელზე გვეკეთა სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად სამაჯური, როდესაც ეს დამინახეს, ხელი დამიჭირეს და ძალიან ბევრი მირტყეს ხელში, რა გიკეთია, როგორ არ გრცხვენიაო

მარშალ პრესი 18/06/2025
giorgi chitarishvili

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად განვითარებულ მოვლენების განხილვა გრძელდება, “ნაცმოძრაობის” მიერ დაზარალებულმა გიორგი ჩითარიშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ სანდრო გირგვლიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამაჯურის გამო. როგორც მან აღნიშნა, როდესაც ხელზე დაუნახეს გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად გაკეთებული სამაჯური, ხელზე ურტყეს და განუცხადეს, რომ სირცხვილი იყო ამ სამაჯურის ტარება. “სანამ დერეფანს გამატარებდნენ, მე ხელზე მეკეთა და მაშინ ყველა ახალგაზრდას გვეკეთა სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად სამაჯური.

როდესაც ეს დამინახეს, ხელი დამიჭირეს და ძალიან ბევრი მირტყეს ხელში, ეს რა გიკეთია, როგორ არ გრცხვენიათო. ამასთან დაკავშირებით ჩვენებებიც მაქვს მიცემული, სტრასბურგშიც არის ეს ფაქტი ნახსენები. დაჩი ცაგურიას დღესაც უკეთია ეს სამაჯური, მაშინ, მითუმეტეს, ყოველთვის ეკეთა. შესაძლოა [ეს იყო მიზეზი, რის გამოც ხელის მტევანი დაუზიანეს]. უბრალოდ, დაჩისთან ეს მიზეზი არ თქვეს, ჩემთან პირდაპირ თქვეს, რის გამო მცემდნენ და მირტყეს ხელზე. მითხრეს, სირცხვილია, რა გიკეთია, გამოშალე ხელიო – არა-მეთქი და სხვამ დამიჭირა ხელი და მირტყეს ხელში.” – განაცხადა ჩითარიშვილმა.

Continue Reading

Previous: გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: თავისის სისასტიკით, წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი. მათ უნდოდათ სცენარი დაედგათ თითქოს ჩვენ პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით – ერთ ადამიანზე საშუალოდ 7-8 კაცი მოდიოდა, რომლებიც დაუნდობლად გვირტყამდნენ
Next: ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ, ასეთია მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა მათ ხალხი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025