Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს ხელისუფლების ანტინარკოტიკული პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

მარშალ პრესი 17/06/2025
496510311_24039412472356276_5701841850681007876_n

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.

ვინაიდან, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა საზოგადოების, განსაკითრებით ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია,
მათთან შეხვედრაზე დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საქართველოში.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა ამ პრობლემას, როგორც ანტიქართულ მოვლენას და ახალგაზრდებს განუმარტა, რამდენად სახიფათოა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და მისი გენოფონდისთვის ნარკოტიკების მოხმარება.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ახალგაზრდების მხრიდან დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ნარკოდანაშაულის მიმართ სასჯელის გამკაცრება; რას ითვალისწინებს იძულებითი მკურნალობა; რა შემთხვევაში ხდება პირის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება და სხვა.
ახალგაზრდებთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ ასევე ხაზი გაუსვა ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფოს მიდგომას მათი რესოციალიზაციის კუთხით.

Continue Reading

Previous: შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე
Next: იუსტიციის სამინისტროში საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის – „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და სასჯელის აღსრულება“ პრეზენტაცია გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025