Skip to content
18/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე

მარშალ პრესი 17/06/2025
508666919_1344355517696212_3987970236610939986_n

მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში ვიმყოფები. გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა ბატონ ნუმან ქურთულმუშს გულთბილი მასპინძლობისთვის და ნაყოფიერი შეხვედრისთვის, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობა ძლიერ კეთილმეზობლურ კავშირებს ეფუძნება, რომლებიც მტკიცე და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა.

მისი თქმით, დღევანდელ ტურბულენტურ რეალობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც წლიდან წლამდე ძლიერდება, განსაკუთრებით ღირებულია.

,,დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების გაღრმავება, ასევე, ეკონომიკის, განათლების სექტორებში თანამშრომლობა. ხაზი გავუსვით ჩვენს საერთო ხედვას კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. შუა დერეფანი ჩვენი საერთო მომავლის სიმბოლოა, რომელიც აძლიერებს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს, უზრუნველყოფს რეგიონულ თანამშრომლობას, ენერგოუსაფრთხოებას, ციფრულ დაკავშირებადობას, მდგრად განვითარებას. თურქეთს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ ამ მარშრუტის პოტენციალის სრულად ათვისების საქმეში.

ამასთანავე, აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი განვითარება, მათ შორის, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს სრულ მზაობას, გავაძლიეროთ საპარლამენტთაშორისო დიალოგი, რაც დადებითად აისახება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. ორივე საკანონმდებლო ორგანოში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები, რომლებიც, აგრეთვე, აქტიურად ითანამშრომლებენ,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ თავმჯდომარეს მისი ინიციატივისთვის, რომ სამმხრივი ფორმატი: თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე განახლდეს. შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წელს, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო გადაიდო. სამივე პარლამენტი მზად არის, რომ ეს ფორმატი განახლდეს და პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე პირველი შეხვედრა თურქეთში შედგეს, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია თაღლითობაში, ისინი კი, ხელს აფარებენ თაღლითს
Next: დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს ხელისუფლების ანტინარკოტიკული პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025