Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის სამინისტროში საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის – „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და სასჯელის აღსრულება“ პრეზენტაცია გაიმართა

მარშალ პრესი 17/06/2025
0606

ნაშრომი, რომლის მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულების სისტემაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის განმტკიცება, ავტორებმა – მორის შალიკაშვილმა, გივი მიქანაძემ და იოსებ ვარძელაშვილმა წარადგინეს.

წიგნი განკუთვნილია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისა და მართლმსაჯულების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილეები – ლაშა მაღრაძე, მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე, ბექა ძამაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამებს 2021 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანი სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება, სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.

2021-2025 წლებში უწყებამ, ჯამში, 56 პროექტი დააფინანსა.

Continue Reading

Previous: დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს ხელისუფლების ანტინარკოტიკული პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
Next: მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოსთვის აუცილებელია აშშ-ს პრეზიდენტთან და მის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა „ხვალ“ საქართველო არ აღმოჩნდეს წამგებიან პოზიციაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025