Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია თაღლითობაში, ისინი კი, ხელს აფარებენ თაღლითს

მარშალ პრესი 17/06/2025
levan machavariani

ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი შეეხო ამერიკის სენატორის, ჯინ შაჰინის, მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით. ლევან მაჭავარიანი მოუწოდებს ჯინ შაჰინსა და მის კოლეგებს, რომ თვალი გადაავლონ თუ რა მაღალ დონეზე ჩატარდა თაღლითობაში ბრალდებული ბაჩიაშვილის დაკავების ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ.

„გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია თაღლითობაში, ისინი ხელს აფარებენ თაღლითს და იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით რაიმე კომენტარს აკეთებენ, მოდი კარგად გადაავლონ თვალი თუ რა მაღალ დონეზე ჩატარდა ეს ღონისძიება, რითაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველო შემდგარია, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცახდება გაავრცელა. სადაც ის წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.

Post navigation

Previous: ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია
Next: შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.