Skip to content
17/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: რომ დამიჭირეს, გამოსულან შენობიდან, ცაგურიას დედა რომელიაო – დედაჩემს სასიკვდილოდ სცემეს, ძირს დააგდეს, ხელკეტები ურტყეს და მძიმე ტვინის შერყევით საავადმყოფოში იწვა, ეგ ამბავი რომ გავიგე, იმის მერე ვერ ვუყურებ დედაჩემს თვალებში

მარშალ პრესი 16/06/2025
dachi tsaguria2

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ ისაუბრა.

ცაგურიამ გაიხსენა მის დედაზე პოლიციის სამმართველოსთან განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება და აღნიშნა, რომ ტვინის შერყევით იგი საავადმყოფოში იწვა.

“თურმე, მე რომ დამიჭირეს და მცემეს, ესენი გამოსულან შენობიდან გარეთ და იქ არ დაუნდიათ არავინ, ყველა სასტიკად უცემიათ. მაგრამ, რაღაც ჯგუფი გამოვიდა ნიღბებით და ცაგურიას დედა რომელიაო, დედაჩემს უფიქრია, რომ დამიჭირეს, ეტყობა, პირსახოცი და კბილის ჯაგრისი მოიტანეთ, ან რაღაც ასეთს მეტყვიანო და უთქვამს, მე ვარო. ერთ-ერთს ვისაც ნიღაბი ეკეთა, უკითხავს ეს არისო და დედაჩემს სასიკვდილოდ სცემეს, ძირს დააგდეს, ხელკეტები ურტყეს და მძიმე ტვინის შერყევით მერე თურმე, დედაჩემი დიღომში, საავადმყოფოში იწვა. ეგ ამბავი რომ გავიგე, იმის მერე, მე დედაჩემისთვის თვალებში აღარ ჩამიხედავს, ვერ ვუყურებ დედაჩემს თვალებში,” – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

Continue Reading

Previous: დაჩი ცაგურია „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: ე.წ ზონდერ დაჯგუფებები ცეცხლსასროლი იარაღებით მოდიოდნენ უნივერსიტეტში არჩევნებზე – სტუდენტ გოგა დანელიშვილს, 7 ტყვია ესროლა სააკაშვილის „ახალგაზრდულის“ თავმჯდომარემ, გოძიაშვილმა, არჩევნების გამო, საიდანაც 4 მოარტყა
Next: დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემგომ მოვლენებზე: ახალგაზრდები, ვინც დაჭერას გადარჩნენ, ევროკავშირის ოფისთან დასხდნენ საშიმშილოდ, საიდანაც გამოვიდნენ და უთხრეს, აქეთ ნუ სხედხართ, გადაჯექითო – გადასვეს მეორე მხარეს, ცოტა მოშორებით რომ არ შეწუხებულიყვნენ და წყალიც კი არ მიუწოდებიათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025