Skip to content
17/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემგომ მოვლენებზე: ახალგაზრდები, ვინც დაჭერას გადარჩნენ, ევროკავშირის ოფისთან დასხდნენ საშიმშილოდ, საიდანაც გამოვიდნენ და უთხრეს, აქეთ ნუ სხედხართ, გადაჯექითო – გადასვეს მეორე მხარეს, ცოტა მოშორებით რომ არ შეწუხებულიყვნენ და წყალიც კი არ მიუწოდებიათ

მარშალ პრესი 16/06/2025
dachi tsaguria3

ჩემი მეგობრები, ახალგაზრდები ზოგი გაილახა, მაგრამ ვინც გადარჩნენ დაჭერას, ევროკავშირის ოფისთან დასხდნენ საშიმშილოდ. ევროკავშირის ოფისიდან გამოვიდნენ და უთხრეს, აქეთ ნუ სხედხართ, იქითა მხარეს გადადით, გადაჯექითო, – განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ, რომელმაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ განვითარებული მოვლენები, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაიხსენა. მისი თქმით, ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლებმა, მოშიმშილე ახალგაზრდები მეორე მხარეს, ოფისისგან ცოტა მოშორებით გადასვეს და მათთვის წყალიც კი არ მიუწოდებიათ.

„გადასვეს მეორე მხარეს, ცოტა მოშორებით რომ არ შეწუხებულიყვნენ და სასმელი წყალიც კი არ მიუწოდებიათ. ქუჩაში რამდენიმე დღე შიმშილობდნენ ეს ახალგაზრდები, რომლებსაც იქიდან ვემუდარებოდი, რომ შეეწყვიტათ შიმშილობა, რამე რომ არ მოსვლოდათ – მიშასავით კი არა, ლაკა ხოშტარიას რომ უთვლიდა, არ შეწყვიტო შიმშილობაო. ბოდიში და საპირფარეშოთი ხომ უნდა ესარგებლათ ამ ბავშვებს და ეზოშიც კი არ შეუშვეს. ვიღაც ქალბატონი იყო, რომელსაც პატარა მაღაზია ჰქონდა ჯიხურივით და იმან მაღაზიის გასაღები დაუტოვა ამ ბავშვებს, ვიცი, წესიერი ბავშვები ხართ, არაფერს მომპარავთო. ეს ახალგაზრდები მერე იქ შედიოდნენ, სარგებლობდნენ, ხელ-პირს იბანდნენ და დღე და ღამეს ათენებდნენ ევროკავშირის ოფისთან.“ – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

Continue Reading

Previous: დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: რომ დამიჭირეს, გამოსულან შენობიდან, ცაგურიას დედა რომელიაო – დედაჩემს სასიკვდილოდ სცემეს, ძირს დააგდეს, ხელკეტები ურტყეს და მძიმე ტვინის შერყევით საავადმყოფოში იწვა, ეგ ამბავი რომ გავიგე, იმის მერე ვერ ვუყურებ დედაჩემს თვალებში
Next: მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: მე პირადად დამაკავა გიორგი გეგეჭკორმა, თბილისის პოლიციის შეფმა, რომელიც ყოველთვის სასტიკად გვისწორდებოდა, რუსეთის აგენტები ხართო – სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025