Skip to content
17/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაჩი ცაგურია „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: ე.წ ზონდერ დაჯგუფებები ცეცხლსასროლი იარაღებით მოდიოდნენ უნივერსიტეტში არჩევნებზე – სტუდენტ გოგა დანელიშვილს, 7 ტყვია ესროლა სააკაშვილის „ახალგაზრდულის“ თავმჯდომარემ, გოძიაშვილმა, არჩევნების გამო, საიდანაც 4 მოარტყა

მარშალ პრესი 16/06/2025
dachi tsaguria2

ესენი [ნაციონალური მოძრაობა] ჯერ კიდევ ხელისუფლებიდან დროებით გადასულები იყვნენ ოპოზიციაში, რომ სრულად ხელისუფლებაში მოსულიყვნენ, რათა ის დაეტრიალებინათ რასაც ატრიალებდნენ,-ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო სხდომაზე უნივერსიტეტის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

დაჩი ცაგურიას განცხადებით, სააკაშვილს ჰყავდა საკუთარი „ზონდერ“ დაჯგუფებები, რომლითაც აკონტროლებდა ყველაფერს, მათ შორის უნივერსიტეტის არჩევნების ჩატარებასაც. ერთ-ერთ სტუდენტს, სწორედ სააკაშვილის „ახალგაზრდულის“ თავმჯდომარემ არჩევნების გამო ქუჩაში 7 ტყვია ესროლა.

„უნივერსიტეტის არჩევნებზე, რომელიც ჩვენ მათ პრაქტიკულად მოვუგეთ შეიარაღებული ბანდები, რომელთაგან ერთ-ერთი ზონდერიც გვარად ნათობაძე მკვლელობაზე ზის, სააკაშვილის ზონდერ დაჯგუფებები ცეცხლსასროლი იარაღებით მოდიოდნენ, უნივერსიტეტში არჩევნებზე. ყუთებს, სადაც ხმას აძლევდნენ გაიტაცებდნენ დაამტვრევდნენ, შემოვარდებოდნენ, მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც მოვუგეთ არჩევნები.
უნივერსიტეტის ყოველთვის იყო სირცხვილი პარტიული რაღაცა გავლენიდან სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობა და ჩვენ ვინც ვიყავით ამისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი, ცნობით კი ვიცნობდით ამ ლიდერებს ყველა, მაგრამ ის რომ ახლა ჩემთვის ვიღაცას, თუნდაც სააკაშვილს დაევალებინა, რომ მოდი ეხლა ასე ქენი ეს ტვინ გახურებული სტუდენტები კაი პასუხს დავუბრუნდებით და ვუბრუნებდით კიდევაც ნებისმიერ ეგეთ მცდელობაზე.
იყო ასეთი სტუდენტი გოგა დანელიშვილი, 7 ტყვია ესროლა სააკაშვილის „ახალგაზრდულის“ თავმჯდომარემ, გოძიაშვილმა, ქუჩაში არჩევნების გამო, საიდანაც 4 მოარტყა“,-განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

Continue Reading

Previous: დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: შეგნებულად იყო სამმართველოს შესასვლელი გაღებული, ვიდეოკამერებით გვიღებდნენ, უნდოდათ დაედგათ კადრი, რომ შევიჭერით, იქ თავისი ფეხით ვინ შევიდოდა – “ზონდერულ-მილიციური” თავდასხმა მოგვიწყვეს და მარტო ხელკეტები კი არა, ზოგს არმატურის ნაჭერი, ზოგს ჩაქუჩი, ზოგს ჯაჭვი ეჭირა ხელში
Next: დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: რომ დამიჭირეს, გამოსულან შენობიდან, ცაგურიას დედა რომელიაო – დედაჩემს სასიკვდილოდ სცემეს, ძირს დააგდეს, ხელკეტები ურტყეს და მძიმე ტვინის შერყევით საავადმყოფოში იწვა, ეგ ამბავი რომ გავიგე, იმის მერე ვერ ვუყურებ დედაჩემს თვალებში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025