Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: შეგნებულად იყო სამმართველოს შესასვლელი გაღებული, ვიდეოკამერებით გვიღებდნენ, უნდოდათ დაედგათ კადრი, რომ შევიჭერით, იქ თავისი ფეხით ვინ შევიდოდა – “ზონდერულ-მილიციური” თავდასხმა მოგვიწყვეს და მარტო ხელკეტები კი არა, ზოგს არმატურის ნაჭერი, ზოგს ჩაქუჩი, ზოგს ჯაჭვი ეჭირა ხელში

მარშალ პრესი 16/06/2025
dachi tsaguria5

რომ მივდიოდით [პოლიციის სამმართველოსთან], უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი იყო, მაგრამ არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ მაგათ უყვარდათ ორი ადამიანის დასაჭერად ათასი კაცის მობილიზება. არ გვიკვირდა მათგან შოუების მოწყობა და არ მიფიქრია, რომ კიდევ რამე ცუდი მოხდებოდა. მივედით სამმართველოს წინ და დავდექით ტროტუარზე. გადარჩენილ კადრებშიც კი ჩანს, რომ მანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ, 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შესახებ საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიციის სამმართველოს მთავარი შესასვლელი შეგნებულად იყო გაღებული, ვინაიდან, მათ სურდათ, დაედგათ კადრი, თითქოს, მომიტინგეები შეიჭრნენ სამმართველოში, თუმცა, სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ შეკრებილები უკანა მხარეს წავიდნენ და ეს გეგმა ვერ განხორციელდა. რაც შეეხება აქციის მონაწილეების სასტიკ ცემას, ცაგურიას განცხადებით, მათ არამხოლოდ ხელკეტებს, არამედ, არმატურის ნაჭრებს, ფიცრებს, ჩაქუჩებს და ჯაჭვებს ურტყამდნენ.

“მანქანების გადაადგილებისთვისაც კი არ შეგვიქმნია პრობლემა, მიუხედავად იმისა, ახლა რომ 5 კაცი რუსთაველს კეტავს, ჩვენ უკვე იმდენი ვიყავით, რომ იმ პატარა ქუჩისთვის საკმარისი იყო და ლეგიტიმური უფლებაც გვქონდა, რომ დაგვეკეტა, მაგრამ შეგნებულად, ქუჩაც კი არ დავკეტეთ. შესასვლელის ბლოკირება გამორიცხული იყო, წარმოდგენაც არავის გვქონია. მაგ შესასვლელზე, საინტერესო ის არის, რომ ჩვენდა გასაოცრად, ღია დაგვხვდა და ამ დეტალს ყურადღება არ მივაქციეთ. შეგნებულად იყო სამმართველოს შესასვლელი გაღებული, შიგნიდან ვიდეოკამერებით გვიღებდნენ და დავიწყეთ სიის წაკითხვა, რომ მოვედით, აქ ვართ და ამ დროს, უცებ დაიხუვლა რაღაცამ და ისმის ჩექმების ბრაგუნი – ყველა მხრიდან მორბიან, სამმართველოს შესასვლელის გარდა. ამათ უნდოდათ, დაედგათ კადრი, რომ შევერეკეთ სამმართველოს შენობაში და გადაეღოთ ისე, რომ შევიჭერით, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცოდით იქ რა ხდებოდა და თავისი ფეხით ვინ შევიდოდა? ჩვენ კიდევ, უკანა მხარეს წავედით ინსტინქტურად.

იქ ისეთი ამბავი ატყდა, ხულიგნურ-პოლიციური, ზონდერული გაერთიანება დაგვახვედრეს. ყველა არ იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. ჩვენ დარბევა და ზონდერები არ გვიკვირდა, ყველა ჩვენს აქციას თან ახლდა ზონდერ-დაჯგუფებების გაკეთება, რომლის ორგანიზატორებად უდესიანები და ვიღაცები ჰყავდათ, ამას დააორგანიზებდნენ და აქციებიდან წასულ ხალხს არაკაცურად სადარბაზოებში, ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ და სასიკვდილოდ სცემდნენ. აქაც ზონდერულ-მილიციური თავდასხმა მოგვიწყვეს და ხელში ეჭირათ, მარტო პოლიციის ხელკეტები კი არა, ზოგს არმატურის ნაჭერი, ზოგს ფიცარი, ზოგს ჩაქუჩი, ზოგს – ჯაჭვი. ჩაქუჩებს გვირტყამდნენ და ჯაჭვები გვირტყეს სულ. სასიკვდილოდ უნდა ვეცემეთ ყველა სათითაოდ, ვანო მერაბიშვილი როგორც ამბობდა, უნდა “გაფარჩაკდნენ” ცემაში და მაშინ იქნება კარგიო, ზუსტად მაგას აკეთებდნენ.”- განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

Continue Reading

Previous: ზურაბ აბაშიძე “ნაცმოძრაობის” რეჟიმზე: ჩვენ რომ დილით გავდიოდით სახლიდან არ ვიყავით დარწმუნებული, რომ საღამოს დავბრუნდებოდით ოჯახებში – დაუცველობის შეგრძნება იყო, დახვედრები, ადამიანების გატაცება და შემდეგ მათთან სასტიკი ფიზიკური გასწორება
Next: დაჩი ცაგურია „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: ე.წ ზონდერ დაჯგუფებები ცეცხლსასროლი იარაღებით მოდიოდნენ უნივერსიტეტში არჩევნებზე – სტუდენტ გოგა დანელიშვილს, 7 ტყვია ესროლა სააკაშვილის „ახალგაზრდულის“ თავმჯდომარემ, გოძიაშვილმა, არჩევნების გამო, საიდანაც 4 მოარტყა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025