Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ირანის იერიშის შედეგად ბათ-იამში საცხოვრებელი სახლი დაინგრა. არის მსხვერპლი

მარშალ პრესი 15/06/2025
israel

გასულ ღამეს, ირანის იერიშის შედეგად ისრაელში სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

ქალაქ ბათ-იამში, ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგო დაიღუპა, 7 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ისრაელის ჩრდილოეთით, ქალაქ ტამრაზე დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4-მდე გაიზარდა.

ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება 13 ივნისს დაიწყეს. ისრაელელმა სამხედროებმა ირანზე თავდასხმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის განადგურებით მიზნით დაიწყეს, რის შემდეგაც ირანმა საპასუხო დარტყმების განხორციელება დაიწყო.

Continue Reading

Previous: კიევში გამართულ ლგბტ თემის აღლუმს, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, საპროტესტო აქციები მოჰყვა
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შპს ,,ვორდ ფარმას” თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული საწყობის გახსნას დაესწრო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025