Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კიევში გამართულ ლგბტ თემის აღლუმს, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, საპროტესტო აქციები მოჰყვა

მარშალ პრესი 15/06/2025
840560-20

14 ივნისს, უკრაინის დედაქალში, კიევში ლგბტ თემის აღლუმი გაიმართა, რომელშიც 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულს საპროტესტო აქციები მოჰყვა. ინფორმაციას Kyiv Independent-ი ავრცელებს.

ამასთან, Kyiv Pride-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ მარშში „სხვა უკრაინული პრაიდებიც მონაწილეობდა, მათ შორის ხარკოვის და უკრაინის პრაიდი“. სოციალურ ქსელში, ასევე, გავრცელდა ფოტოები მარშიდან სადაც ნათქვამია, რომ „პრობლემებისა და უთანხმოების მიუხედავად, კიევი სიამაყით ბრწყინავდა“.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მსვლელობას ასევე შეუერთდნენ ევროკავშირის, კანადის, დიდი ბრიტანეთის და სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის წარმომადგენლები.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კიევის პრაიდის ღონისძიებას მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალადობის წამქეზებლებს კვლავ აქვთ ფართო წვდომა საზოგადოებრივ სივრცეზე და თავისუფლად გადაადგილდნენ ცენტრალურ ქუჩებში მაშინ, როდესაც მარშის მონაწილეები პოლიციას ალყაში ჰყავს მოქცეული და გადაადგილება შეზღუდული აქვთ. ჩვენ კვლავ ვართ სიძულვილის ენის გავრცელების მოწმენი“, -ამბობს “Kyiv Pride”.

აღნიშნულია ისიც, რომ კიევში პრაიდის მსვლელობა პირველად 2024 წლის ივნისში გაიმართა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

Continue Reading

Previous: ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით, უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ – გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები
Next: ირანის იერიშის შედეგად ბათ-იამში საცხოვრებელი სახლი დაინგრა. არის მსხვერპლი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025