Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით, უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ – გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები

მარშალ პრესი 15/06/2025
choxoebi

ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით, უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ”- წერენ მომღერალი ძმები,  ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები სოციალურ ქსელში და ნანუკა ჟორჟოლიანს პასუხობენ.

“პატიმრობაში მყოფი ბიჭების მიმართ დაფიქსირებული ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა, ასევე თსუ-ს თვითმართველობის მიმართ დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, თქვენს გვერდში დგომას და თქვენი გზით სიარულს არ ნიშნავს!

ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით!! უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ.

ადამიანი , რომელმაც რამოდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად… დღეს მადლობას გვიხდის, რომ თურმე ნატოსთან ერთად სიარულს, მასთან ერთად სიარული ვარჩიეთ. სასაცილოა 

თუ რომელიმე გზაზე ვივლით, ჩვენს ნატალიასთან ერთად და არასდროს მის გარეშე! ჩვენ ერთი მთლიანი და განუყოფელი ოჯახი ვართ! კიდევ ერთხელ, ჩვენს სუფთა და სიყვარულით  სავსე ოჯახს გაუმარჯოს!”– წერენ ძმები.

გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები კომპოზიტორ ნატო გელაშვილის შვილები არიან.

Continue Reading

Previous: ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ესკალაცია, დღეს ასობით ჰექტარი ტყე დავკარგეთ, საძოვრები დაკარგა ხალხმა, შეიძლება, საერთოდ ომის წინაშე დავმდგარიყავით
Next: კიევში გამართულ ლგბტ თემის აღლუმს, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, საპროტესტო აქციები მოჰყვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025