Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მხოლოდ კონკრეტული პროცედურების შედეგად არის შესაძლებელი და ეს არ არის ტუსკზე, მაკრონსა თუ რომელიმე სხვა აქტორზე დამოკიდებული

მარშალ პრესი 12/06/2025
zurab kadagidze

„ყველას მოუწევს საქართველოსთან დამოკიდებულებების გადატვირთვა, გამომდინარე რეალობიდან, კონტექსტიდან და იმ გეოპოლიტიკური ბატალიებიდან, რაც ჩვენს გარშემო ხდება. რა თქმა უნდა, დიდი როლი აქვს ჩვენი სახელმწიფოს მდგრადობას და სწორ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას, რომელსაც სახელმწიფო ღირსეულად ატარებს დღემდე“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა. ექსპერტმა ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებაზე, რომ ის საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდონ ან შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან. ზურაბ ქადაგიძის თქმით, ეს იყო უბრალოდ მუქარა და ამით ტუსკმა აქაურ აგენტებს მორიგი სატოპკე აუწია. „მოდი, შევთანხმდეთ, რომ უკვე სასაცილო გახდა სახელმწიფოთა შორის მეგობრობაზე საუბარი.

ზოგადად, არ არსებობს სახელმწიფოთა შორის მეგობრობა, არსებობს მხოლოდ სახელმწიფოთა შორის ინტერესები. ხუმრობით კი, „დაუძინებელი მეგობრობა“ ნამდვილად შესაძლებელია და ასეთი გვყავს სენატორი ჯო ვილსონი, რომელიც ღამეებს ათენებს საქართველოზე ფიქრში. ყველას მოუწევს საქართველოსთან დამოკიდებულებების გადატვირთვა. გამომდინარე რეალობიდან, კონტექსტიდან და იმ გეოპოლიტიკური ბატალიებიდან, რაც ჩვენს გარშემო ხდება. რა თქმა უნდა, დიდი როლი აქვს ჩვენი სახელმწიფოს მდგრადობას და სწორ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას, რომელსაც სახელმწიფო ღირსეულად ატარებს დღემდე.

რაც შეეხება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას, რომ საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდონ ან შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან – ვფიქრობ, ამით მან აქაურ აგენტოკრატებს უბრალოდ სატოპკე აუწია. მთავარია ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება კონკრეტული პროცედურების განხორციელების შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი. ეს არ არის ტუსკზე, მაკრონსა თუ ზოგადად, გარკვეულ აქტორებზე დამოკიდებული. ასეთ დროს კონკრეტული ინდიკატორები ფასდება – კრიმინოგენური სიტუაცია, საიმიგრაციო პოლიტიკა და ა.შ, რომელთაც სერიოზული კვლევა, ანგარიშის დადება, შეთანხმება საბჭოებთან, გატანა მოსმენაზე და ა.შ. სჭირდებათ. ანუ, კოლოსალურ მუშაობაზეა აქ საუბარი. შესაბამისად, ტუსკის მხრიდან ეს იყო უბრალოდ ის მუქარა, რომელიც აქამდეც არაერთხელ გაგვიგონია“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, შოტლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.
Next: რაც დღეს ხდება ელჩებთან დაკავშირებით, არის აგენტოკრატიის არიიდან, სადაც უკვე ვეღარაფერს ახერხებენ ადგილობრივი ფილიალები – „დიფ-სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.