Skip to content
13/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც დღეს ხდება ელჩებთან დაკავშირებით, არის აგენტოკრატიის არიიდან, სადაც უკვე ვეღარაფერს ახერხებენ ადგილობრივი ფილიალები – „დიფ-სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია“

მარშალ პრესი 12/06/2025
zurab kadagidze

„ელჩთა და დიპლომატიური კორპუსის ამ წარმომადგენლობას ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო შეიძლება ვუწოდოთ“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ. მისივე თქმით, ელჩების და დიპლომატიური კორპუსის გარკვეული წარმომადგენლობა თვლის, რომ ახლა საქართველოში აგენტოკრატიის მობრუნების ბოლო შანსია და სწორედ ამას უკავშირდება მათი გააქტიურება.

„ის, რაც დღეს ხდება ელჩებთან დაკავშირებით აგენტოკრატიის არიიდანაა, სადაც უკვე ვეღარაფერს ახერხებენ ადგილობრივი ფილიალები – „დიფ-სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია“ და წინა პლანზე გამოდიან უშუალოდ კონკრეტული კოორდინატორები – ელჩების სახით. ელჩთა და დიპლომატიური კორპუსის ამ წარმომადგენლობას ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო შეიძლება ვუწოდოთ. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ვენის კონვენციასთან, ეტიკეტთან, დიპლომატიასთან და იმ წითელ ხაზებთან, რაც არსებობს სუვერენულ სახელმწიფოსა და კონკრეტული ელჩის წარმდგენ სახელმწიფოს შორის. რევოლუციის ოთხ ეტაპში, რომელიც საქართველომ გაიარა, მონაწილეობდნენ ელჩები და კოორდინაციას უწევდნენ, ე.წ სამოქალაქო საზოგადოების სახელით ოდიოზურ ჯგუფებს, ფიგურებს, ანტისახელმწიფო და ანტისამთავრობო ორგანიზაციებს. დღეს რაც ხდება, ჩვეულებრივი ამბავია – გამოვიდნენ გარეთ იმიტომ, რომ ეს არის ბოლო მცდელობა საქართველოში აგენტოკრატიის მობრუნების. მათ საქართველოში განვითარებულ პროცესებზე გავლენის მოპოვებისთვის და თავიანთი ინტერესების გატარების მიზნით კულისებიდან გამოსვლა მოუწიათ. ეს ხდება დღეს, სხვა არაფერი,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Continue Reading

Previous: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მხოლოდ კონკრეტული პროცედურების შედეგად არის შესაძლებელი და ეს არ არის ტუსკზე, მაკრონსა თუ რომელიმე სხვა აქტორზე დამოკიდებული
Next: პოლიტიკური ფეილის შიშით არ სურთ რადიკალებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დაუძინებელი მეგობრებისგან კონკრეტული დავალების მიღებამდე, პოლიტიკურად ჩაძირულნი, სირაქლემას პოზიციაში დგანან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025