Skip to content
14/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, შოტლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.

მარშალ პრესი 12/06/2025
53faa863-6828-4891-b31e-6620bc12d798.jfif

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, შოტლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. გუნდმა რთულ რელიეფზე მარშირებაში სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქროს ადგილისთვის ბრძოლა 24 საათის განმავლობაში 87 კილომეტრის დაძლევას ითვალისწინებდა, თუმცა ქართველმა პარასპორტსმენებმა აღნიშნული დისტანცია 18 საათში დაფარეს.

სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი უჯმაჯურიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები დახვდნენ, ტურნირში წარმატებით გამოსვლა მიულოცეს და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვეს.

შოტლანდიაში სპორტულ ღონისძიებას „მარშირება რთულ რელიეფზე“, რომელიც მოკავშირე ძალების ფონდის (Allied Forces Foundation) ეგიდით ჩატარდა, ერთი კვირის განმავლობაში ქალაქი ედინბურგი მასპინძლობდა.

მასში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ავსტრალიის, კანადის, დანიისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს დელეგაცია ჯგუფის ხელმძღვანელის, თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის თანამშრომლის, ზურაბ ჩაჩანიძისა და ხუთი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურით იყო წარმოდგენილი. ვიცე-პოლკოვნიკმა ბეჟან მეტრეველმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ცენტერაძემ, უფროსმა სერჟანტმა ზურაბ დავითოშვილმა, უმცროსმა სერჟანტმა როლანდ მარტიროსოვმა, კაპრალმა ლერი გიკაშვილმა ტურნირში ოფიციალურად ჩართვამდე, ორთვიანი ინტენსიური მომზადება საქართველოში გაიარეს.

ღონისძიება მიზნად ისახავს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას.

ტურნირი მსგავსი გამოცდილების მქონე სამხედროებთან კონტაქტის დამყარებისა და ინფორმაციის გაცვლის კარგი შესაძლებლობაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ყოველწლიურ შეჯიბრში რეგულარულად იღებენ მონაწილეობას.

Continue Reading

Previous: სასამართლო დარბაზები და სასამართლოს შენობა ასეთ ბოროტ და საცირკო სანახაობად აქცია რადიკალურმა ოპოზიციამ. ეს მარაზმი უნდა აღიკვეთოს!
Next: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მხოლოდ კონკრეტული პროცედურების შედეგად არის შესაძლებელი და ეს არ არის ტუსკზე, მაკრონსა თუ რომელიმე სხვა აქტორზე დამოკიდებული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025