Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხოშტარიას ლუსტრაციამ დაადასტურა, რომ არეულობის მოწყობის მცდელობა იქნება და ეცდებიან ამ არეულობის ნიადაგზე შემოიყვანონ თბილისში რუსული ჯარი

მარშალ პრესი 17/06/2022
ნიკოლოზ მეტრეველი

“უახლოეს დღეებში ქართულ საზოგადოებას მაქსიმალური ყურადღება მართებს, რათა ნებსით თუ უნებლიედ, არ წამოეგონ ფსევდო პატრიოტების პროვოკაციებს”- ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით ლოგიკური კითხვაა- აბა, სხვა რისთვის იღებს ოპოზიცია ამხელა თანხებს რუსეთიდან?!

“უფრო გლობალურად თუ შევხედავთ სურათს, ხოშტარიას დღევანდელმა ლუსტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძველ ოპოზიციას სამოქმედო გეგმის მეორე ვარიანტიც აქვს, რომლის მიხედვითაც იქნება მცდელობა უახლოეს კვირებში არეულობის მოწყობის და ეცდებიან ამ არეულობის ნიადაგზე შემოიყვანონ თბილისში რუსული ჯარი.

უახლოეს დღეებში ქართულ საზოგადოებას მაქსიმალური ყურადღება მართებს, რათა ნებსით თუ უნებლიედ, არ წამოეგონ ფსევდო პატრიოტების პროვოკაციებს.

ლოგიკური კითხვაა – აბა, სხვა რისთვის იღებს თქვენის აზრით ოპოზიცია ამხელა თანხებს რუსეთიდან?! მაგალითად, რუსული დრამატურგიის კორიფეების, სტანისლავსკის ან ნემიროვიჩ-დანჩენკოს ნამდვილ შთამომავლებს რატომ არ უხდიან ასობით ათას დოლარს ყოველწლიურად”- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

Continue Reading

Previous: გიორგი გამსახურდია არახამიაზე: ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი და „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივი
Next: სოლიკო ვირსალაძის დიზაინით შეკერილი რამე რომ აღმომაჩნდეს ხოშტარიებისთვის ღალა და ბეგარა გამიხდება გადასახდელი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025