
“დილიდან გარდერობში და უჯრებში ვიქექები – ემანდ, სოლიკო ვირსალაძის დიზაინით შეკერილი რამე რომ აღმომაჩნდეს, მამა-შვილ ხოშტარიებისთვის ღალა და ბეგარა გამიხდება გადასახდელი.
რა გაუძლებს მერე “დროას” და “სირცხვილიას”?! სახლთან საპროტესტო აქციას მომიწყობენ – რუსეთის აგენტებს ფულს უხდისო!”- წერს ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში.
“არადა, ხომ იცით, როგორ მიყვარდა “მრგვალი მაგიდა” და როგორ მიყვარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”… დამოუკიდებლობის მომპოვებელი და სახელმწიფოს შემქმნელი კეთილი ბუმბერაზები”– წერს გიორგი იაკობაშვილი.