Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია არახამიაზე: ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი და „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივი

მარშალ პრესი 16/06/2022
გიორგი გამსახურდია

ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი და „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივი, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ დავით არახამიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დავით არახამიამ თვითონაც იცის, რომ სისულელეს ლაპარაკობს, მაგრამ ამას სპეციალურად აკეთებს.

„არახამია ე.წ. ნაყაჩაღარი „რუსთავი 2“-ის მეპატრონეების, ძმები ყარამანიშვილების დასასრულია. იმდენი პრობლემაა უკრაინაში, შენ ჩადიხარ ამერიკაში და ამ სისულელეებს ლაპარაკობ. შენი ქვეყანა არის ამხელა აგრესიის წინააღმდეგ და გცალია ამ სიცრუის ტირაჟირებისთვის, რაც ყველანაირი კონტექსტიდან არის მოგლეჯილი. ერთი გონივრული წინადადება, ერთი სიმართლესთან ახლოს მდგომი არაა ნათქვამი, რა კომპანიები, რა გზების ავლა, რა ფულის გათეთრება? ეს გლობალური საკითხია, რაზეც ჩვენ მთლიანად ვართ მიერთებული. თვითონაც იცის, რომ სისულელეს ლაპარაკობს, მაგრამ სპეციალურად ამბობს. იმდენი რამის ლობირებაა ახლა ამერიკაში უკრაინისთვის შესაძლებელი, რადას წარმომადგენელია, ოფიციალური თანამდებობაც უკავია და ამისთვის სცხელა. ე.ი. ვიღაცა ამას ეუბნება. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი და „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივია“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

Continue Reading

Previous: გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე: პირდაპირ მავნებლობდნენ, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა და ჯგუფზე კი არა, საქართველოზე ამბობდნენ ცუდს
Next: ხოშტარიას ლუსტრაციამ დაადასტურა, რომ არეულობის მოწყობის მცდელობა იქნება და ეცდებიან ამ არეულობის ნიადაგზე შემოიყვანონ თბილისში რუსული ჯარი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025