Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს ჩვენს არჩევნებს – მცდელობა გარედან, რომ ააყირაონ არჩევნები და საკუთარი გემოვნებით დააკომპლექტონ საქართველოს ხელისუფლება

მარშალ პრესი 12/06/2025
shalva papuashvili

„არჩევნების ვარგისიანობის პრობლემა კი არ გვქონდა, სინამდვილეში, გვქონდა უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფებისა და თვითონ უცხოელების მცდელობა არჩევნების აყირავების“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“.

მისივე თქმით, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც „ცდილობდა არჩევნების აყირავებას“, იყო უცხოეთიდან დაფინანსებული.

„აყირავებას ვებრძოდით მთელი ეს პერიოდი. ISFED-ის პივიტი, გამოგონილი თემები პირადობის მოწმობებზე და 300 000 ადამიანზე – ყველა, თითოეული ეს ორგანიზაცია დაფინანსებული იყო უცხოეთიდან და მოქმედებდა უცხოური კარნახით.

ეს არის ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს ჩვენს არჩევნებს – მცდელობა გარედან, რომ ააყირაონ არჩევნები და საკუთარი გემოვნებით დააკომპლექტონ საქართველოს ხელისუფლება. რა ვქნათ ახლა, ასე გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ, რომ გვინდა ეს დამოუკიდებლობა, გვინდა, რომ ჩვენს თავს ვეყუდნეთ და ბოდიში მოგვითხოვია ზოგიერთ ელჩთან თუ უცხოელთან, თუ მათ კარნახზე არ დადის ქართველი ხალხი“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: საელჩოები ჩართული არიან და მცდელობები აქვთ, ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ მიერ დაფინანსებული აქტივობები პოლიტიკური შინაარსის არის, რაც ვენის კონვენციით აკრძალულია
Next: დარწმუნებული ვარ, რომ კაროლ ნავროცკის მიდგომა საქართველოსადმი იქნება ისეთი, როგორიც შეეფერება ჩვენი ხალხების ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.