Skip to content
14/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დარწმუნებული ვარ, რომ კაროლ ნავროცკის მიდგომა საქართველოსადმი იქნება ისეთი, როგორიც შეეფერება ჩვენი ხალხების ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას

მარშალ პრესი 12/06/2025
giorgi gamsaxurdia

ბატონი კაროლი არის, უაღრესად წესიერი, განათლებული, კონსერვატორული შეხედულებების მქონე, პოლონეთის პატრიოტი ადამიანი. რომელსაც მთელი რიგი მიზეზების გამო, პოლონეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, – წერს გიორგი გამსახურდია პოლონეთის ახალ პრეზიდენტზე, კაროლ ნავროცკიზე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პოლონეთის ახალი პრეზიდენტისთვის, მიუღებელია “დიფ სთეითის” მითითებები და ყველაფერი, რაც ანტი-პოლონურია. შესაბამისად, გამსახურდია მიიჩნევს, რომ ნავროცკის მიდგომა საქართველოსადმი იქნება ისეთი, როგორიც ქართველებისა და პოლონელების მეგობრობას შეეფერება.

“ოთხშაბათს, პოლონეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულებამ, ბატონმა კაროლ ნავროცკიმ, აიღო საბოლოო დამადასტურებელი საბუთი პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, რომელიც მოწმობს მასზედ, რომ იგი პოლონეთის არჩეული პრეზიდენტია.
ბატონი კაროლი არის, უაღრესად წესიერი, განათლებული, კონსერვატორული შეხედულებების მქონე, პოლონეთის პატრიოტი ადამიანი. რომელსაც მთელი რიგი მიზეზების გამო, პოლონეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა.
ამ ადამიანის უამრავი პატრიოტული და დადებითი თვისებებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მისი მიდგომა საქართველოსადმი იქნება ისეთი, როგორიც შეეფერება ჩვენი ხალხების ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას. მისთვის ისევე როგორც ჩვენთვის, მიუღებელია ყველაფერი ანტი-პოლონური და ” დიფ სთეითის” მითითებები.
წარმატებები მას, მის მეუღლე მარტას და მის ყველა თანამოაზრეს.” – წერს გიორგი გამსახურდია.

Continue Reading

Previous: ეს არის ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს ჩვენს არჩევნებს – მცდელობა გარედან, რომ ააყირაონ არჩევნები და საკუთარი გემოვნებით დააკომპლექტონ საქართველოს ხელისუფლება
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ერგეს საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025