Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საელჩოები ჩართული არიან და მცდელობები აქვთ, ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ მიერ დაფინანსებული აქტივობები პოლიტიკური შინაარსის არის, რაც ვენის კონვენციით აკრძალულია

მარშალ პრესი 12/06/2025
archil gorduladze

დიდი ბრიტანეთის საელჩომ იცის, რომ ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ თავისუფლად შეეძლო, მიემართა საქართველოს მთავრობისთვის და თუ მის მიერ გაცემული გრანტი იყო ქვეყნის ინტერესებში, მასზე თანხმობას აიღებდა, მაგრამ საელჩომ ეს არ გააკეთა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„იმდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო გრანტის გაცემა, რომ რამდენიმე დღის მოთმენა შეუძლებელი იყო, რომ შესაბამისი თანხმობისთვის მიემართა საქართველოს მთავრობისთვის და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაცემას წყვეტენ. შეგვიძლია, გავიხსენოთ საფრანგეთის საელჩოს მოქმედება, როდესაც გრანტების შესახებ კანონში ცვლილება მიიღებოდა მესამე მოსმენით, ვიდრე მიიღებდა საქართველოს პარლამენტი, რამდენიმე წუთით ადრე საფრანგეთის საელჩომ გასცა გრანტები და მისცა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორ წარმომადგენელს. საელჩოს თუ ჰქონდა კეთილსინდისიერი მიზნები, რომ გრანტის დანიშნულებაც იყოს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისი, რატომ არ მოითმინა, მაგალითად, ერთი დღე, ორი დღე და რატომ არ მიმართა მთავრობას შესაბამისი თანხმობის მისაღებად? პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ აქ სულელი ნამდვილად არავინ არის და არავის აქვს აზროვნების პრობლემა. კონკრეტულ გრანტის როდესაც გასცემს, დონორ ორგანიზაციას აქვს კეთილი ზრახვები, მას რა თქმა უნდა, არც მთავრობისგან თანხმობის მიღება არ გაუჭირდება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ დავეშვით იმ დონეზე, სადაც ჟურნალისტური გმირობა ხშირად სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში, ხოლო პროფესიული სიმამაცე – პოლიტიკოსის ოჯახის წევრების შეურაცხყოფაში გამოიხატება
Next: ეს არის ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს ჩვენს არჩევნებს – მცდელობა გარედან, რომ ააყირაონ არჩევნები და საკუთარი გემოვნებით დააკომპლექტონ საქართველოს ხელისუფლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.