Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი კრიალაშვილი იყო ერთ-ერთი დამსახურებული ადამიანი ეროვნული მოძრაობიდან, ლევან ამირიძე იყო ერთ-ერთი საბრძოლო შენაერთის ხელმძღვანელი, რომელმაც, სტრატეგიული რუსული ბომბდამშენის მფრინავები 2008 წელს ტყეში აიყვანა, კობა ოთანაძე სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ერთ-ერთი ღირსეული ხელმძღვანელი იყო ყოველთვის

მარშალ პრესი 11/06/2025
koba kobaladze9

 

ფასადური პიარი საკმაოდ ხელოვნების დონეზე ჰქონდათ აყვანილი [“ნაცმოძრაობას”]. მერე მოხდა ის, რომ ვიღაცები არიან ძებნილები, ვიღაცებზე სახელმწიფომ ჯილდო დააწესა და ა.შ. მე უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვარ, როდესაც ირკვევა, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კრიალაშვილი გიორგი დაიღუპა, დახვრიტეს, ოთანაძე კობა და ამირიძე ლევანი ფაქტობრივად მოკლეს, ესენიც დახვრიტეს, მაგრამ ცოცხლები გადარჩნენ, – ამის შესახებ გენერალმა კობა კობალაძემ, 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კობალაძის თქმით, როგორც ჩანს, დაკავების მცდელობა კრიალაშვილის, ამირიძისა და ოთანაძის მიმართ არ ჰქონდათ, ვინაიდან, მიცვალებულები არ ლაპარაკობენ, მაგრამ, ლევან ამირიძე და კობა ოთანაძე ცოცხლები გადარჩნენ.
მისივე თქმით, სამივე სამხედრო პირი დამსახურებული და ღირსეული ადამიანი იყო, რომელთა სამშობლოს საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართვა წარმოუდგენელი იყო.

“გიორგი კრიალაშვილს, თუ არ ვცდები, სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ოთანაძეს 9 და ამირიძეს – 8. ასე ვთქვათ, ყველანი მკვდრები იყვნენ, ვიღაცას რომ მცდელობა ჰქონოდა დაკავების, ეტყობა არ იყო ინტერესში – მიცვალებული არ საუბრობს, მაგრამ, ღვთის ნებით, ეს ორი გადარჩა. გიორგი კრიალაშვილი იყო ერთ-ერთი დამსახურებული ადამიანი ეროვნული მოძრაობიდან გამომდინარე,ჩვენი თანამებრძოლი იყო, ჩვენ გვქონდა ურთიერთშეხება, უდიდესი პატივისცემით ვიყავი განწყობილი და ჩემზე მეტი თუ არა, ნაკლები დამსახურების არ იყო და ჩვენთვის ეს იყო წარმოუდგენელი, რომ გიორგი სამშობლოს წინააღმდეგ იყო რამეში ჩართული. სამივეს ერთი და იმავე ტიპის ბრალდება ჰქონდა.

რაც შეეხება ლევან ამირიძეს, ის დაჯილდოებულია 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში, ის იყო ერთ-ერთი საბრძოლო შენაერთის, ბატალიონის ხელმძღვანელი, რომელმაც, სტრატეგიული რუსული ბომბდამშენის მფრინავები ტყეში აიყვანა, გამოიყვანა და ჩააბარა – ერთი მკვდარი და მეორე ცოცხალი ჩააბარა საჩხერის პოლიციის ხელმძღვანელს. დამსახურებული ადამიანი, პირველი სპეცდანიშნულების ბატალიონის სამშვიდობო მისიაში ჩართული და წარმოუდგენელი იყო, რომ ის ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში იყო ჩართული. ოთანაძესთან მე შეხება არ მქონია, მაგრამ, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ერთ-ერთი ღირსეული ხელმძღვანელი იყო ყოველთვის, მერე, ციხეში უფრო დავახლოვდით და დავმეგობრდით. ეს იყო ის შემადგენლობა, რომელიც პირველად სამსხვერპლოზე გამოიტანეს, რომლებიც უნდა დაღუპულიყვნენ.” – განაცხადა კობა კობალაძემ.

Post navigation

Previous: ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მორიგ სხდომაზე განიხილება ქართულ-უნგრული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები, მათ შორის ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლობა ციფრული მმართველობის, დიჯიტალიზაციის სფეროში
Next: კობა კობალაძე „მუხროვანის ამბოხზე”: სასამართლოში გაჟღერდა ის, რომ საბრძოლო ტექნიკა იყო მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში, სამხედრო ნაწილის პირდაპირი ფუნქცია არის ორი მდგომარეობა – ისინი ან ემზადებიან ომისთვის, ან იბრძვიან, პროცესი დარღვეული არ ყოფილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.