Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მორიგ სხდომაზე განიხილება ქართულ-უნგრული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები, მათ შორის ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლობა ციფრული მმართველობის, დიჯიტალიზაციის სფეროში

მარშალ პრესი 11/06/2025
paata salia

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მორიგ სხდომაზე განიხილება ქართულ-უნგრული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, სამიტი საქართველოსა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში იმართება.

„სამიტის ფარგლებში იქნება, როგორც ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, ასევე იქნება ცალკეული შეხვედრები დარგობრივი მინისტრებთან. მე უშუალოდ გავმართავ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან და ასევე იუსტიციის მინისტრთან. საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, უკვე განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, რომლითაც ჩამოყალიბებულია 2024-2025 წლების ღონისძიებები, რაც უნდა გატარდეს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების მიერ. ეს გულისხმობს თანამშრომლობას ციფრული მმართველობის, დიჯიტალიზაციის სფეროში, ასევე ეს ეხება საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარებას, რაც გულისხმობს ქართული კანონმდებლობის და საქართველოს სამართლებრივი სისტემის დაახლოებას ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან. ჩვენი თანამშრომლობა ასევე მოიცავს მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვას და ურთიერთგაცვლის პროგრამების განსაზღვრას“, – განაცხადა პაატა სალიამ.

Post navigation

Previous: გენერალი კობა კობალაძე 2008 წლის აგვისტოს ომზე: მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად მორღვეული იყო მთლიანად სახელმწიფოში და თუ რამემ შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს სახე და ღირსება, ესენი იყვნენ ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ
Next: გიორგი კრიალაშვილი იყო ერთ-ერთი დამსახურებული ადამიანი ეროვნული მოძრაობიდან, ლევან ამირიძე იყო ერთ-ერთი საბრძოლო შენაერთის ხელმძღვანელი, რომელმაც, სტრატეგიული რუსული ბომბდამშენის მფრინავები 2008 წელს ტყეში აიყვანა, კობა ოთანაძე სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ერთ-ერთი ღირსეული ხელმძღვანელი იყო ყოველთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.